მარტო ერთი ამოსუნთქვა და ისიც არ მყოფნის!

150
SHARE

დღეს ძალიან ცივა. მიუხედვად ამისა, მე მაინც ფერადი ვარ. ბებიაჩემის ნაჩუქარი კაბა მაცვია, ხელში მისი ჩანთა მიჭირავს და ისევე მეჩქარება, როგორც სხვას. მეც მინდა ფეხი აუწყო ცხოვრებას, ვიყო შემდგარი, საქმიანი და ოდნავ  ,,გლამურულიც’’.

დრო მაინც  ყველას ერთნაირად გვექცევა!  მზე პირდაპირ თვალებში მირტყავს.ადრეული შემოდგომის სუნი და ზაფხულის დასასრული იგრძნობა.ნელ-ნელა ,,ხასიათი“ მეპარება. ყოველთვის ასეა,როცა რამე სრულდება მწყინს,როცა იწყება მეშინია.ზაფხულის ბოლოს კი სრული ,,დეპრესია’’ ჩვეულებრივი ამბავია. წელს აღმოვაჩინე, ისე ჩქარა არასოდეს გადის დრო,როგორც აგვისტოში. ამ ,,დროს’’  სულ სადღაც რატომ ეჩქარება ვერ ვხვდები! ასე მალე ცუდი აზრები,რომ ქრებოდეს – რა იქნებოდა! ასე რომ, ხასიათში გადასული უხასიათობა და დეპრესია დღის განწყობაა!

ოოო, როგორ არ უყვარს დედაჩემს ეს სიტყვა ,,დეპრესია’’ და როგორ არ უყვარს ჩემი ასეთი ,,იმიჯი’’. –  დედა ნუ ამბობ ამ ,,სიტყვას’ ’-  თითქოს უცენზურო გამოთქმას ვხმარობ ისე მეჩხუბება – მხოლოდ კარგზე იფიქრე და ,,სინათლე’’ გამოუშვი, ,,შუქი’’! – ეს ,,სინათლე’’ და ,,შუქი’’ რაღა გამოთქმაა, ვფიქრობ ჩემთვის – свет мамочка,свет  –  მიმეორებს ლიანა და  თანაც რაღაც სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს. ვარჯიშებს ვერ ვყვები,მაგრამ სინათლის და შუქის წარმოსახვას მაინც ვცდილობ,თან მეცინება. რა მაგარი ტიპია ისე ლიანა … რაღაცნაირად პოზიტიურ,ადამიანურად ადამიანი…ცდილობს ყველაფერში კარგი დაინახაოს,მისთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა…  ჩემთვის,კი დღეს აშკარად ცარიელი…

,,დრო ილუზია,, –  ეს ფრაზა, ჩემა ერთმა ნაცნობა გამახსენა, იმ  სივრცესა და გარემოში სადაც  ყველაზე ნაკლება მეფილოსოფოსებოდა.მართლაც ყველაფერი სადღაც და ოდესღაც ხდება,მაგრამ დრო არასოდეს ჩერდება! დროის ილუზიიისა და არ არსებული რელობის შესახებ დღეს უფრო მეტად მეფიქრება.რაც დრო გადის ფიქრები კიდევ უფრო განყენებული ხდება და  ეს ყოველდღიურობა უფრო დიდი ილუზიად მეჩვენება.

ნუთუ ილუზიააა ის, რომ მე ახლა ბებიის შეკერილი კაბა მაცვია.მათბობს შეგრძნება ,რომ  როდესღაც ან სადღაც ის ასე გამოიყურებოდა,როგორც მე დღეს. ამავე დროს მაკვირვებს ის, რომ მე ახლა ისეთივე ,,ქალი ,, ვარ , ანუ ისეთივე ,,დიდი’’,როგორც ის მაშინ და არ მინდა.

ვცდილობ წარმოვიდგინო,რას ფიქრობდნენ, რა აწუხებდათ ქალებს 10 , 20, 30, 40  წლის წინ. როგორ უყვარდათ მაშინ ? იყვნენ თუ არა თანასწორუფლებიანები: ,,ქალი’’ და ,, მამკაცი’’, მატრიარქტი იყო თუ  ფორმალური პატრიარქატი? მინდა ვიცოდე  როგორ გაზარდა ბებიჩემმა ოთხი შვილი? რატომ გააჩინა დედაჩემმა ხუთი და მე და ჩემი დები რატომ ვერ ავცდით ორს?

ერთი რამე კი ზუსტად ვიცი: იმათაც უყვარდათ – ჩვენც!ისინიც შრომობდნენ – ჩვენც! ისინიც მოდას აყოლილები იყვნენ – ჩვენც! ისინი,,ამუღამებდნენ’’ცხოვრებას და ჩვენ? ნეტა ქალი ყოველთვის რჩება ქალად, თავისი პრობლემებით, მოთხოვნებით, ხედვით , ერთდროუალდ სიმორცხვით და სითამამით?

მინდა ვიყო ქალი, მაგრამ ვერ ვიტან როცა მეძახიან ,,ქალბატონს“.ეს ჩემთვის ისეთივე სალანძღავი სოტყვაა,როგორც დედაჩემისთვის ,,დეპრესია’’. ხო კიდევ ვერ ვიტან სიტყვა ,,პუტკუნას”,კომპლიმენტს ,,გასუქდი” ან ძალიან გალამზდი იმიტომ, რომ ,,მო-სუქდი”- ეს ჩემთვის კითხვის იგივე  კატეგორიაა : რამდენი გაქვს ხელფასი და შენი დედამთილი როგორი ქალია? ვგიჟდები ხანდახან ჩვენ საზოგადოებაზე რა ,,საყვარლები”, ,,ტაქტიანები”, ,,გულისხმიერები”და ამავე დროს ,,დაუნდობლად გულისამაჩუყებლები”ვართ.

ახლაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საშემოდგომო გამოცდა გამომყვა და  მეცადინეობა ვერ მოვასწარი. კიდევ უფრო შორეულ და ამ რეალურ -ილუზიურ დილას, უფრო მეტად აღვიქვავ, რომ ჩემი ,,დრო’’ ჩემი არც არასდროს ყოფილა. როცა მქონდა არ ვაფასებდი, ახლა მივხვდი მის ფასს,მაგრამ ამან თითქოს არც არაფერი შეცვალა!

ვერ გავითავისე და ვერ გამითავისა!

თუ დრო ილუზია, მაშინ ილუზია მთელი ჩვენი ცხოვრება – ის რასაც ვაკეთებთ ,ის როგორც ვცხოვრობთ ! მხოლოდ ადამიანია რელობა  და ისიც სამწუხაროდ დროებითი? არა,დრო მაინც მისტიური მარადისობაა…. ჩვენც მასთან ერთად ვტრიალებთ და ვბრუნავთ. დროსთან კავშირი და უდროობის დროება, კი ყველაზე დიდი ფუფუნება… ამ ყველფაერს  ვხვდები , მაგრამ… ისევ ვბრაზდები ,ისევ მწყინს,ისევ განვიკითხავ! ამავე დროს ისევ მიყვარს, მჯერა და ვცდილობ არ დავივწყო მთავრი:,,და ესეც გაივლის“! რაც მთვარია ყოველთვის შევეცდები  წარმოვიდგინო სინათლე!

ლიანას სიტყვებზე მეფიქრება და მეღიმება. – свет мамочка ,свет! ფეხებზე დავიხედე და მგონია ,რომ ძალიან გავსუქდი . იქნებ ხვალიდან ,არა ჯობია ორშაბათიდან, სუნთქვითი ვარჯიშები მაინც დავიწყო? ეს დროც ხომ ერთი ამოსუნთქვაა – გადავირიე! 

წყარო:https://tteikoanjap.wordpress.com

FB კომენტარები

კომენტარი