მარკ ცუკერბერგი: „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა საიტმა მონიტორს მიგაჯაჭვოთ“

81
SHARE

მარკ ელიოტ ცუკერბერგი უაიტ-პლეინსში, ამერიკაში დაიბადა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროგრამისტია, რომელიც მილიონერი ძალიან სწრაფად გახდა. მსოფლიო აღიარება და სიმდიდრე ცუკერბერგს სუპერპოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის შექმნამ მოუტანა. წარმოგიდგენთ მის რამდენიმე საინტერესო ციტატას .

1. თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ფანტასტიკური იქნებოდა.

2. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა საიტმა მონიტორს მიგაჯაჭვოთ.

3. ვცდილობ, სამყარო უფრო გახსნილი გავხადო, ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში ვეხმარები.

4. ინტერნეტის გამოყენებისას ანონიმურობის დაცვის მცდელობა, ყველაზე დიდი სისულელეა.

5. გული მერევა, როდესაც ადამიანები ამბობენ: „ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ვიშოვო“.

6. ჩემი მიზანი მაქსიმალურად გახსნილი საზოგადოების ჩამოყალიბებაა.

7. ვფიქრობ, წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუ ყველაფრის საკუთარი ძალებით განხორციელებას ვეცდებით. არა მგონია, რომ ერთ კომპანიას ამის უნარი შესწევდეს.

8. ჩემი მეგობრებში დამატება 15000-მდე ადამიანს სურს და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ გვერდს ვხსნი, საიტი იჭედება, ამიტომ საბოლოოდ, მის თვალიერებას შევეშვი.

9. ადამიანებს, რომლებიც ფილმებს იღებენ, წარმოუდგენლად ეჩვენებათ ის, რომ ვიღაცა რამეს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ქმნის.

10. თითქმის მთელ ჩემს დროს Facebook-ზე ვხარჯავ, სხვა გასართობისთვის დრო პრაქტიკულად არ მრჩება, ამიტომ ზუსტი მიზნების დასახვა მირჩევნია.

FB კომენტარები

კომენტარი