მარკ ცუკერბერგი: “ფეისბუკი” უფრო დაცული იქნება, ჩვენ მზად ვართ დაბლოკვებისთვის

44
SHARE

სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია მიმართულია მომდევნო ორი წლის განმავლობაში აქცენტი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე გააკეთოს, შესთავაზოს გაცილებით ხარისხიანი დაცვა, მათ შორის, მისცეს საშუალება გაცვალონ დაშიფრული შეტყობინებები.
მისი თქმით, კომპანია აპირებს არ შეინახოს მომხმარებლების ინფორმაცია ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული და მზად არის, მსგავს ქვეყნებში ქსელი დაბლოკოს.
საკუთარ ბლოგში “ფეისბუკის” განვითარების შესახებ, მარკ ცუკერბერგმა, ასევე აღნიშნა, რომ დაშიფრული შეტყობინებების გადაცემის სისტემა უკვე მუშავდება და ეს პროცესი 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც ცუკერბერგი აცხადებს, კომპანია “end-to-end” დაშიფვრის დანერგვას მომხმარებლების პირადი შეტყობინებებისთვის ყველა კუთვნილ პლატფორმაზე გეგმავს. რაც პრივატული შეტყობინებების მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.

FB კომენტარები

კომენტარი