მარი ბაბეტა გიორგი ვარდოსანიძესთან მიმოწერას ასაჯაროებს

187
SHARE

მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესა და სალომე ჭაჭუას დაშორების მიზეზებზე ბევრი დაიწერა. ამჯერად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომემ გიორგის “ფესიბუქზე” მიმოწერები წიაკითხა და ამან ძალიან გაააბრაზა. ერთ-ერთი მიმოწერა მარი ბაბეტასთან იყო.

მარი ბაბეტა: „გიორგი, გადასაღებ მოედანზე გავიცანი. შემდეგ “ფეისბუქზე” დავამატეთ ერთმანეთი. რამდენჯერმე “რუსთავი 2”-ის შენობაში შევხვდით, ხანდახან სოციალურ ქსელში მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. სალომეს არ ვიცნობ. ვიცი რომ ერთმანეთს დაშორდნენ და როგორც გავიგე, სალომემ გიორგის “ფეისბუქის” ჩატი წაიკითხა. მომიკითხავდა ხოლმე, მწერდა, რომ კარგი ტატუები მავქს, კოცნებს მიგზავნიდა. მეგობრული დიალოგები გვქონდა. იქ სხვა ურთიერთობაზე “ნამიოკი” არ ყოფილა. ძალიან ღრმა ურთიერთობაც არ გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს კოცნას ვუგზავნიდით, ეს რა დასამალია”, – აცხადებს ბაბეტა.
მისი თქმით, მომავალში გიორგისთან რაიმე ურთიერთობას არ გამორიცხავს, რადგან თავისუფალია.
“თუ სიყვარული ნამდვილია, ერთგულებაა ორივე მხრიდან, ალბათ შერიგდებიან. თუ ერთ-ერთი მაინც მოღალატეა, შეიძლება შერიგდნენ, მაგრამ გაბზარულ თეფშს ვერაფერი გაამთელებს და ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება”, – აცხადებს მარი.

წყარო: „რეიტინგი“

FB კომენტარები

კომენტარი