მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი სოციალურ ქსელებში მწვავე დებატების საბაბი გახდა

73
SHARE

 

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი ფეისბუქში და სხვა სოციალურ ქსელებში მწვავე დებატების საბაბი გახდა. მომხრეებს და მოწინააღმდეგებს თავიანთი არგუმენტები აქვთ, ქართველებს ამ საკითხში იუმორიც არ ღალატობთ.

„აუ, რა დროს ამდენი ლაპარაკია, მარიხუანის მოწევაზე. მეტი საქმე არ გაქვთ? მოწიეთ ლონდონის ბიზნესსკოლა, მოწიეთ ჰარვარდი, მოწიეთ ინვესტიციები, საქმე აკეთეთ რა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ტელევიზიები არამეინსტრიმული თემების (გეების, მარიხუანის, ელიტური პროსტიტუციის) მეინისტრიმულად და მთავარ პრობლემებად წაროსახვას ცდილობენ. გამოჰყავთ გაურკვეველი მორალის ადამიანები ეთერში და ამით, ამ, ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე მდგომ, არასტაბილური ფსიქიკის მქონე ერს, ამას აჩვენებენ“, -წერს მომხმარებელი სახელად ნიკო.

„დაუკვირდით, ძირითადად, მორფინისტებისაგან რომ შედგება იმ ხალხის შემადგენლობა, ვინც მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს. არ მინდა ახლა გვარების დასახელება, მიმხვედრი მიხვდება. ახალგაზრდა თაობის გამკვირვებია, მართლა მოითხოვონ მაღალი დონის განათლება, ინოვაციები, ინვესტიციები. რაებზე კარგავენ დროს… frown emoticon“?! – წერს მომხმარებელი აჩიკო.

„განათლება, დასაქმება და მარიხუანა უფრო კარგი კომბინაციაა, ვიდრე უმუშევრობა, დეპრესია და მარიხუანა“, – წერს ეკა.

„არჩევანს რომ აკეთებ, რომელი პრობლემაა ყველაზე აქტუალური და სასწრაფოდ გადასაწყვეტი და მარიხუანას ლეგალიზაციაზე საუბრობ, ვერ გაქვს საქმე მთლად კარგად შეხედულებათა სკალაში“, – წერს ტრისტანი.

„და რა საჭიროა ეს, მარიხუანა? რამე სასიკეთო ეფექტი აქვს?.. მე მაპატიეთ, ჯერ კიდევ არ მომიწევია“, – წერს ეკატერინე.

„ხალხო, აქ დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი და არა ლეგალიზაციაზე. ჯერ ტერმინები გაარჩიეთ ერთმანეთისგან და მერე გამოთქვით „გენიალური“ აზრები“, – წერს გიორგი.

FB კომენტარები

კომენტარი