მარიონ კოტიარი: ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი არსებობს – ჩემი მომავალი შვილის მამა

297
SHARE

ფრანგმა მსახიობმა მარიონ კოტიარმა ბრედ პიტთან მისი რომანის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი პირველად გააკეთა. როგორც კოტიარმა ინსტაგრამში დაწერა, მის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი მამაკაცი, რომელიც არის მისი შვილის და მომავალი შვილის მამა. ანუ კოტიარმა პირველად განაცხადა, რომ ორსულად არის. მან ჟურნალისტებს ურჩია, რომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და „ამ სენისგან განკურნება უსურვა“.
„მე მართლა მსურს, რომ ანჯელინამ და ბრედმა, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ, მშვიდად იცხოვრონ“ – დაწერა კოტიარმა. ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედი პიტი ერთმანეთს ეყრებიან, სამშაბათს გავრცელდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯოლი მისი და ბრედის შვიდ შვილზე მეურვეობის უფლება მოითხოვა. თუმცა დასავლური მედია იუწყება, რომ ბრედ პიტი ბავშვების დათმობას არ აპირებს. ასევე მედიაში პიტის სიტყვები ვრცელდება ანჯელინა ჯოლისთან ერთობლივი ცხოვრების შესახებ. პიტმა ეს საგიჟეთს შეადარა ცნობილი ფილმიდან “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. ჟურნალისტები ასევე წერენ, რომ სასამართლოში გაყრის შესახებ განცხადების შეტანით ანჯელინა ჯოლიმ „ჯოჯოხეთის კარიბჭე გახსნა“.

FB კომენტარები

კომენტარი