მარიკო ებრალიძე ტყუპებს ელოდება

286
SHARE

მომღერლის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა როგორც კარიერის, ასევე პირადი ცხოვრების მხრივ. გასული წლის ნოემბერში გათხოვდა და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად დედობისთვის ემზადება.

„ორსულად ვარ ტუპებზე. სქესი ჯერ არ ვიცი, მაგრამ გულისცემა მოვისმინე. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა გენეტიკაში არც ერთს არ გვაქვს. 6 იანვარს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. 8 იანვარს კი გავიგე, რომ ტყუპებს ველოდები. ეს რომ გავიგე, რომ წამომივიდა ცრემლები ღვარად, ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ახლა ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული, ყველაფერი თავზე მაყრია, მაგრამ ძალიან მიხარია, რადგან ბავშვები მუცლადყოფნისთანავე ეჩვევიან აქტიურ ცხოვრებას, მუსიკას, სიმღერას“, – განუცხადა მარიკომ „თბილისელებს“.

წყარო: თბილისელები

FB კომენტარები

კომენტარი