მარია შარაპოვამ მილიონერი შეყვარებული „ინსტაგრამზე“ გამოაჩინა

91
SHARE

რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა თავის ახალ ბოიფრენდთან ერთად ბრიტანეთის სოფლებში მოგზაურობს.
ჩოგბურთის ვარსკლავი აღარ მალავს ბრიტანელ მილიონერთან ურთიერთობას და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ თავიანთი რომანტიკული უქმეების ამსახველი ფოტოების დადება დაიწყო. ფოტოებზე, სპორტსმენი და 39 წლის ალექსანდრ ჯილქსი პასტორალურ გარემოში სეირნობით ტკბებიან.
ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა შეყვარებულები ერთმანეთის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. მათი რომანის შესახებ ხმები ამა წლის იანვარში გავრცელდა. ჯილქს დიდ ბრიტანეთში როგორც პრინცების – უილიამის და ჰარის მეგობარს, ისე იცნობენ. სწორედ მისმა ყოფილმა ცოლმა გააცნო მეგან მარკლი უმცროს პრინცს. ჯილქსის დედა ოქსფორდის პროფესორია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სპეციალისტი. ალექსანდრ ჯილქსმა შესანიშნავად იცის ოთხი ენა, მათ შორის რუსულიც.

FB კომენტარები

კომენტარი