მარია მონტესორის საუკეთესო რჩევები მშობლებს

159
SHARE

მარია მონტესორი იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფემინისტი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო. „კვირა პლუსმა“ გადაწყვიტა, რომ ამოეკრიბა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები. თუ თქვენ მშობელი ხართ, ან გეგმავთ, რომ გახდეთ მშობელი, ეს რჩევები აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მარია მონტესორის განათლების მეთოდი ამჟამად მრავალ საზოგადო თუ კერძო სკოლაში გამოიყენება. მისი რჩევები თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ:

  • პატივი ეცით ბავშვებს მაშინაც კი, თუ მათ შეცდომა დაუშვეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი აუცილებლად გამოასწორებენ ამ შეცდომას;
  • თქვენს შვილებს ის მატებს ცოდნას, ვინც მათ ირგვლივაა;
  • თუ თქვენს შვილთან სამართლიანი იქნებით, ისიც აუცილებლად სამართლიანი იქნება;
  • თუ ბავშვს ხშირად გააკრიტიკებთ – ის სხვის მიმართაც მსგავსად მოიქცევა;
  • ყოველთვის მოუსმინეთ და გაეცით პასუხი თქვენს ბავშვს, რადგანაც ის ყურადღებას იმსახურებს;
  • თუ ბავშვს ხშირად შეაქებთ, ის შეფასებას ისწავლის;
    თუ ბავშვი ხშირად გახდება კონფლიქტის მომსწრე, ის ისწავლის ჩხუბს;
  • თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორიდებული იქნება;
  • თუ ბავშვს არცხვენენ, ის თავს დამნაშავედ გრძნობს;
  • თუ ბავშვს ხშირად გაამხნევებთ, ის თავდაჯერებული გახდება;
  • თუ ბავშვს ხშირად მისცემთ თანხმობას, ის საკუთარი თავის მიმართ მეტად კეთილგანწყობილი გახდება;
  • ბავშვთან ურთიერთობისას შეეცადეთ, რომ მას თქვენში არსებული საუკეთესო თვისება დაანახვოთ;
  • არასდროს ისაუბროთ ბავშვზე ცუდად, არც მისი თანდასწრებით და არც მისი არყოფნის დროს.

FB კომენტარები

კომენტარი