მარია მეორე და ხუანა გაერთიანდენ, მოწიეს და დაერქვა მარიხუანა – ნარკოპოლიტიკაზე მეცნიერებათა აკადემიაში მსჯელობენ

358
SHARE

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ რეფორმაზე მეცნიერთა აკადემიაში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც გამომსვლელები პოზიციებს აფიქსირებენ.

როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, სანამ ნარკოტიკების ლიბერალიზაცია მოხდება, ჯერ ტერმინების სწორად დამკვიდრებაა საჭირო.

“მარიხუანა არის სლენგი: მარია მეორე და ხუანა გაერთიანდნენ, მოწიეს და დაერქვა მარიხუანა. დროა სწორი ტერმინოლოგია დავამკვიდროთ”, – განაცხადა მეცნიერთა აკადემიის წევრმა ჯემალ ჯანაშიამ.

ჯემალ ჯანაშია არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და გენერალ-მაიორი. იგი ასევე იყო საქართველოს შსს სამმართველოს უფროსი 1993-1994 წლებში და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარე 1997-1998 წლებში.

 

FB კომენტარები

კომენტარი