მარიამ საჯაია საქართველოში “ავტოსტოპით” მოგზაურობს

273
SHARE

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მარიამ საჯაია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 56 426 ლარს იღებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ე.წ. ავტოსტოპით მოგზაურობს. როგორც დეპუტატის 2015 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, მისი უძრავი ქონება მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, თუკი წინა წლების ქონებრივ დეკლარაციაში მარიამ საჯაია თბილისში, ცინცაძის ქუჩაძე – 53.00 კვ.მ ფართობის ბინას უთითებდა, წელს მან კიდევ ერთი ბინა – ბროსეს ქუჩაზე შეიძინა. მარიამ საჯაიამ ავტომანქანა „Mercedes Benz E“ „Lexus RX 330“ – ით ჩაანაცვლა. როგორც მარიამ საჯაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, დეპუტატი ამ ზაფხულს ევროპაში, ლისაბონში, ნიცას და მარსელის გავლით მიემგზავრებოდა. ბილეთიც აიღო და 20 აგვისტოს უკვე ევროპის კონტინენტზე უნდა ყოფილიყო, თუმცა რატომღაც გადაიფიქრა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „ავტოსტოპით“ გადააადგილდება. ამასთანავე, პარლამენტის წევრი ფეისბუქის მეგობრებისთვის ინტერნეტის საშუალებით გადაადგილების მარშრუტს და „სელფებს“ არ იშურებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში მარიამ საჯაია პირველი დეპუტატია, რომელმაც მოგზაურობა „ცერა თითის“ აწევით და „ავტოსტოპით“ გადაწყვიტა.

„პირადი ინტერესისთვის ნამოქმედარი, სოციალური ელემენტით: მე ვარ მოგზაური (და არა ტურისტი)… მიყვარს მოგზაურობა. ყველანაირი. მოგზაურებს აქვთ ამოჩემებული ადგილები. იმდენად ამოჩემებული, რომ ყველაფერს ცდილობენ იქ მოსახვედრად. ასეთია ჩემთვის პორტუგალია, მაროკო, ინდოეთი, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები… და აღარ გავგრძელდები. მთელი მონდომებით ვეცადე და დავგეგმე, რომ ამ ზაფხულს ვნახავდი ლისაბონს, ნიცას და მარსელის გავლით. ბილეთიც მაქვს.

20-ში იქ უნდა ვყოფილიყავი. ახლა კი ის “დიადი” წამია, როცა აკანკალებული ხელით ვაუქმებ ამ ბილეთს. ყველაფერს მიზეზი აქვს. ამგვარად, ვრჩები საქართველოში. მაგრამ არ ვრჩები მოგზაურობის გარეშე. ხვალიდან…. ვიწყებ ჰიჩჰაიკინგს. სამცხე-ჯავახეთის გავლით გადავალ მაღალმთიან აჭარაში და დავეშვები ზღვისპირეთში. და მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მაგრამ ბიუჯეტი არ აძლევს საშუალებას: ვნახოთ, არის თუ არა შესაძლებელი ამ პირობებში მოიარო, ნახო, იგრძნო, დააგემოვნო, შეიცნო…. ამიტომ გამიზნულად თან ვიქონიებ სულ 150 ლარს. დარწმუნებული ვარ, გამოვა. მაქვს კარავი და აღჭურვილობა – დასახლებისთვის, ცერა თითი – მგზავრობისთვის, მათარა – წყლისთვის და საჭმლის თანხაღა რჩება საჭირო. ჰოდა, ამგვარად, დავტესტავ, რამდენად არის ეს შესაძლებელი საქართველოში და რამდენად შევძლებ და გავქაჩავ მე. პირველი მცდელობაა ჰიჩჰაიკინგის, მარტო, უცხო მხარეში, საკუთარი თავის იმედად, სადაც კი ინტერნეტი იქნება, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – წერს მარიამ საჯაია 17 აგვისტოს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

18 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრს მარიამ საჯაიას რეგიონებში საერთოდ ვერ ცნობენ და არც მისი დეპუტატობის შესახებ აქვთ ინფორმაცია, – ამის შესახებ თავად მარიამ საჯაია საკუთარ პოსტებში აღნიშნავს.

„ახალციხემდე უცნაურად ვიმგზავრე. ნაცნობმა უცნობმა წამომიყვანა, „ავტოსტოპი“ არ გამოვიდა. რაბათზე ამოვედი, რომ მოვმზადებულიყავი და კარგად დავათვალიერე (5 გელ). უცნაურობა ისაა, რომ ვინც კი შემხვდა, ქართველი არავის ვგონივარ, ქართულად, რომ ვპასუხობ არის error ))… თან ისეთი, ვაააა, არ გვეგონე ქართველი, ხმამაღლა რომ გაიძახიან. ახალციხიდან პირველივე ცერის აწევაზე გამიჩერა ბატონმა რეზომ, ვალეში მიდიოდა, ადიგენის გადასახვევთან ჩამომსვა და ბედნიერი მგზავრობა მისურვა. ცოტა ფეხით გავიარე და მეორე „გაავტოსტოპებულმა“ მანქანამაც არ დააყოვნა. აქ არიან ვანო, ვანო და ლაშა. სოფელ უდეში მიდიან (ის ვანო აქ დაიბადაო – თუმცა არ ვუცნივართ ). ამ სოფლიდანაა ანთიმოზ ივერიელიო, უძველესი სოფელიაო, ჩვენს წელთაღრიცხვამდეო. ვახ, მეთქი ზუსტად? უი, გავიჭედეთ, ეგრე არ ვიცითო. ახლა სოფ. არალში ვარ, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარესაა კათოლიკური და მართლმადიდებლური ტაძრები. მერე ადიგენში ადიან და ამიყვანენ. ესეც ვანო&ვანო და ლაშა. ჯერ იყო ნაყინები, მერე მწვადი, მერე ჭიქა არაყი, მერე მიპატიჟება აბასთუმანში. გზას არ გადავუხვიე, ვაგრძელებ ჩემს მარშრუტს თუმცა გულითად გამასპინძლებაზე უარი არ მითქვამს, წავუქეიფეთ ზარზმაში. სად მუშაობო, თბილისში-მეთქი. ერთმა ვანომ ივარაუდა, სტუდენტი იქნებაო… ჩუმად ვარ, ძლივს დავითანხმე, რომ გზას მარტო გავაგრძელებდი და ჩემს გამო არ წამოსულიყვნენ. მივსეირნობ ზარზმის გზაზე. მიკროავტობუსი თვითონ მიჩერებს, ზარზმაში მოსაცდელია ერთგან, იქ მივდივარ, წაგიყვანო. აზრი არ ჰქონდა. მადლობით და უარით წავიდა. მეორე მიკროავტობუსმა გამოიარა, გამიჩერა. ნაყინის დისტრიბუტორი ვარო, გაგიმასპინძლდებიო. ნებისმიერი ბავშვის ოცნება იქნებოდა, ალბათ, კეთილი, შეჭაღარავებული “ნაყინის ბაბუ” რომ ბევრ ნაყინს გთავაზობს. მაინც უარი, მწვადი ჯერ კიდევ ახლად დაგემოვნებულია. მაგრამ სიკეთე მახარებს… ისიც მახარებს, რომ უკვირთ და გაოცებას ვერ მალავენ, ქართველი რომ ასე დადის. პირველად ვხედავთო, რა სასწაულიაო, რა მაგარიაო! მშვენივრად მიდის ყველაფერი, ერორიზაცია გრძელდება, სავსე ვარ ენერგიით…“

11911505_996024393753387_11258236_n

FB კომენტარები

კომენტარი