მან შემთხვევით თოვლში ყუთი აღმოაჩინა, მაგრამ არ ელოდა იმას, რაც იქ დახვდა (ფოტოკოლაჟი)

84
SHARE

 

   ზოგჯერ ცხოველები ისეთ ტანჯვას იტანენ, რომელსაც ადამიანები ვერ გადავიტანდით. ერთხელ ერთმა კაცმა ქუჩაში თოვლში ჩაფლული ყუთი შეამჩნია, რომლის პოვნაც ნამდვილად დიდი იღბალია, რადგან ის თოვლის გამო შეუმჩნეველი იყო.
როდესაც მიუახლოვდა და ჩაიხედა ყუთში, გული აუჩუყდა. მან პატარა კნუტი დაინახა, რომელსაც წინ გაყინული საკვები ედო.
მამაკაცმა ფხაჭუნი გაიგო. ყუთის უკანა მხარეს რაღაც მოძრაობდა, ეს არანაკლებ უბედური მეორე კნუტი იყო. როგორც ჩანს, ისინი ვიღაცამ მიატოვა. ეტყობოდა, რომ კნუტები „სახლიდან“ არც გამოსულიყვნენ, რადგან ყუთს ირგვლივ ნათითურები არ ეტყობოდა. აშკარა იყო, რომ თუ მათ მამაკაცი დატოვებდა, ისინი დაიღუპებოდნენ. ამიტომ მან კნუტები შინ წაიყვანა
ეტყობოდა, რომ ყუთის ბოლოში მჯდარი კნუტი ავად იყო, მაგრამ თავის ძმასთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. ეს პატარა კნუტი საკმაოდ მეგობრული და თბილი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, უბედური ჩანდა. პატარების განშორება შეუძლებელი იყო, რადგან ისინი მაშინვე წკმუტუნს იწყებდნენ. ამიტომ კნუტებს ახალი მეპატრონეები ყველანაირად კომფორტს უქმნიან. რა თქმა უნდა, ორივე კნუტს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. ამიტომ მეპატრონეებმა ისინი აბანავეს და მხოლოდ შემდეგ შეამჩნიეს, რა ლამაზები იყვნენ ისინი. კნუტები გაამშრალეს და პირსახოცში შეახვიეს, რომ არ გაციებულიყვნენ.
გადარჩენილი ცხოველები მადლიერები იყვნენ და პატრონებს ლაქუცით პასუხობდნენ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მძიმედ იყო. როდესაც ის ექიმმა გასინჯა, თქვა, რომ მას კუდი მთლიანად გაეყინა და მისი ამპუტაცია აღარ იყო საჭირო.
კნუტებს გაუმართლათ, რომ ისინი იპოვეს, გადაარჩინეს და გაათბეს. ახლა ისინი კარგად არიან. მსოფლიოში უამრავია ასეთი პატარა არსება, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ყველას სახლში ვერ მოვიყვანთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაჭამოთ, ან სადარბაზოში შევიფაროთ ისინი.

FB კომენტარები

კომენტარი