მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს

86
SHARE

   პიტ-ბულს, სახელად ჯეკის ნამდვილად არ გაუმართლა პატრონის არჩევაში, რადგან ის შობის წინა დღეს სამუდამოდ დატოვეს კალიფორნიის თავშესაფარში. სამწუხაროდ, არა ერთი პატრონი ტოვებს თავის ძაღლს თავშესაფარში და ჯეკი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, თუმცა, მან იმდენად განიცადა პატრონებთან განშორება, რომ თვით თავშესაფრის თანამშრომლებიც კი განიცდიდნენ მის მდგომარეობას.
“როდესაც მოსაღამოვდა, მომესმა ტირილის ხმა, თავიდან ადამიანი მეგონა, ხმას გავყევი, შევედი ძაღლების სამყოფელში და ვხედავ, ჯეკი ადამიანივით ტიროდა. მივუახლოვდი და თვალებიდან ცრემლებიც მოსდიოდა. წლებია, თავშესაფარში ვმუშაობ და ძალიან განვიცდი, როდესაც ძაღლებს ტოვებენ, თუმცა, მსგავსი არაფერი მინახავს. როდესაც ჩავხედე თვალებში, დიდი სევდა იყო, თავი ჩაღუნა და ტირილი გააგრძელა.”- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.
ჯეკი განიცდიდა, რომ ადამიანმა, რომელიც ამდენ ხანს უვლიდა, უცხო გარემოში მიატოვა. მას ხომ ეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად გაატარებდნენ. მომვლელების თქმით, ის თითქოს ყველაფერს აღიქვამდა, რაც მის თავს ხდებოდა.
იმის მერე, რაც ძაღლის ამბავი გავრცელდა, 2 წლის ჯეკი ძალიან პოლულარული გახდა და სულ მალე, მან ახალი თბილი ოჯახი იპოვა.
ძაღლს ინტერნეტსივრცეში ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მისი აყვანა არა ერთ ადამიანს სურდა, თუმცა, “მგრძნობიარე” ჯეკს თავშესაფარმა საუკეთესო ოჯახი შეურჩია.

2piti

FB კომენტარები

კომენტარი