მანქანების კურთხევის რიტუალი თბილისში – “ეკლესიის ეზოში, სამივე მანქანას კაპოტი ჰქონდა ახდილი”

1190
SHARE
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში, თბილისში მანქანების კურთხევის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“იყო ფილმი: სინათლე ჩვენს ფანჯრებში. მე კი დღეს ვნახე ფილმი: სიბნელე ჩვენს ფანჯრებში… გავიხედე ფანჯარაში და დავინახე სამი მსუბუქი ავტომანქანა, სამივეს კაპოტი ჰქონდა ახდილი. გამიკვირდა, ეკლესიის ეზოში ვულკანიზაცია მოუწყვიათ მეთქი. თურმე სადა ბანაობ! კურთხევა მიდის ავტომობილების, იქვე მძღოლებიც იყვნენ ხელებდაკრეფილნი. ნეტა მანქანის კურთხევა რა ღირს? და კიდევ: ნათლობა თუ მოსულა მანქანის და ებრაელები წინდაცვეთას სად გაუკეთებენ? გრუშიტელზე?
 
პ.ს. მანქანის ნომრები შავი ფერით დავფარე. პირადი ინფორმაციაა. დანარჩენი კი საზოგადოა”,- წერს ლევან თაქთაქიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი