მანანა მანჯგალაძე: დღეს „რუსთავი 2“-ში ბოლო ეთერი მაქვს

58
SHARE

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„დღეს ბოლო ეთერი მაქვს „რუსთავი 2“-ში. მესამედ ვემშვიდობები. არ ვიცი, შეიძლება, ვერც ვერაფერი ვთქვა. არ არის იოლი. ჩემი სკოლაა. განსაკუთებით პირველად რომ მივედი და „რ2“-ის მიკროფონი დავიჭირე ხელში… აქ თუ არ მოხვდი, მართლა ვერ წარმოიდგენ, რა „ჯადო“ აქვს. ვითომ ჩვეულებრივი ტელევიზიაა, მაგრამ არა – აქ თუ არ გიყვარს, არ ხარ გადადებული, არ ხარ ბოლომდე დახარჯული, თუ უკანასკნელი რესურსიც არ ჩადე, ვერც გაჩერდები, ვერც იმუშავებ. კაი, “სისხლისმსმელია”, ასეთი სისტემით ააწყვეს ჯერ საქმე და მერე ყველაფერი სხვა. ეს ვერავინ მოშალა…

შეცდომები? როგორ არ იყო. ეს ყველაზე კარგად იქაურებმა იციან, მაგრამ ესეც „რუსთავიორულია“ შიდა საქმე გარეთ არ გამოდიოდა. ერთი სიტყვით, აქ ჩაკეტავ, ჩაახშობ – სხვაგან ამოხეთქვს და ისევ “ერთი, ორი სამი, ერთი ორი სამი ტრიალებს და საქანელა ტრიალებს და ტრიალებს..” ნახვამდის“,- წერს მანანა მანჯგალაძე.

FB კომენტარები

კომენტარი