მამა პეტრე სანდრო ბრეგაძეზე: სარწმუნოების დაცვა მისი შეხედულებებით შეუძლებელია

377
SHARE

მამა პეტრე სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძის შესახებ წერს.
“სანდრო ბრეგაძემ მოგიკითხაო…
არასდროს მქონია მასთან შეხვედრის ბედნიერება… მშვიდობას და დღეგრძელობას ვუსურვებ, მაგრამ სარწმუნოების დაცვა მისი შეხედულებებით შეუძლებელია… მაპატიოს, თუ ვთვლი, რომ მართლმადიდებლობის აპოლოგეტად ვერ გამოდგება…
გულით შევუნდობ იმას, ,,მამაოს” რომ ვერ მიწოდებს… ჩემნაირი მას რომ მოსწონდეს, მაშინ ის აუცილებლად სწორ გზაზე იდგებოდა!..
ესეც მისი გადასაწყვეტია, სადაც უნდა იქ დადგეს, უბრალოდ, საზოგადოებას ნუ აფიქრებინებს, რომ მის მიერ გამოყენებული მეთოდები მრწამსის დაცვას ემსახურება!..”

FB კომენტარები

კომენტარი