მამა პეტრე: იცოდეთ, რომ მის თვითმკვლელობაში ყველა დამნაშავეა…

547
SHARE

“ისე მალე გავდივართ ამქვეყნიდან, ერთმანეთის გაცნობას ვერ ვასწრებთ. სამაგიეროდ ბიოლოგიურ სიკვდილამდე უამრავჯერ ვკლავთ ადამიანებს. ყველას სურს წარმატებული, გავლენიანი, სიმპათიური, მდიდარი მეგობარი ჰყავდეს და როცა უნდა, სადაც უნდა გაერთოს, დრო ატაროს, ჯიბეზე ჩამოეკიდოს, მაგრამ თვალებში არასდროს ჩახედოს. ამის გარეშე კი ვერ მივხვდებით მას რა სტკივა, რა აწუხებს და საერთოდ, რა ჯვარს ატარებს. იმიჯს შეწირული მეგობრებიც მაქსიმალურად ცდილობენ სათანადოდ ითამაშონ და გარშემო მყოფთათვის მარადიულად სასურველი იყონ, რადგან მასობრივი ფსიგოლოგიის შიშით არ გამოამჟღავნონ ნამდვილი ვინაობა, რის გამოც ადვილად დაკარგავენ გავლენის სფეროებს და აგრესიას და სიძულვის შეეწირებიან. თავს ეს რომ არ დაატყდეთ, ურჩევნიათ შინაგანად დაიტანჯონ, ვიდრე შიშველი სულით წარსდგნენ გარშემო მყოფების წინაშე. მასობრივი თვითმკვლელობის უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს არის. ერთი შეხედვით დალაგებული ფსიქიკის, რეალიზებული და ფორმირებული ადამიანების უმეტესობა როცა გაურკვეველ ვითარებაში იკლავს თავს, იმ სტანდარტული აზროვნების ბრალია, რომელიც ბავშვობიდან გვინერგავს, რომ შენი მეგობარი საუკეთესო უნდა იყოს, წარმატებული, მდიდარი და ძალაუფლების მოყვარული. არავინ კითხულობს, იქნებ ასეთებსაც აქვთ შინაგანი წინააღმდეგობები, მაგრამ გვერდით მყოფს ვერ უბედავენ, დაცინვის, აბუჩად აგდების, შეურაცხყოფის შიშით. ასეთ მიდგომას შეიძლება ბევრი ემსხვერპლოს და ცხედართან გაკვირვებული გამოხედვით ვიკითხოთ-არაფერი აკლდა და თავი რატომ მოიკლაო… იცოდეთ, რომ მის თვითმკვლელობაში ყველა დამნაშავეა, ვინც მის გვერდით იდგა, მაგრამ მას გულწრფელობის საშუალებას არ აძლევდა… ნუ აიძულებთ მეგობრებს თქვენთან ითამაშონ… მიიღეთ ისეთები, როგორებიც არიან… მერწმუნეთ, ყველა სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ თვითმკვლელობა ის განაჩენია, რომელიც არასდროს ექვემდებარება გასაჩივრებას”, – წერს მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი