მამა პეტრე: დღეს ყველა ჩვენგანის ოჯახში ასვენია წამებით მოკლული ბავშვის ცხედარი!..

138
SHARE

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობას მამა პეტრე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.
“კვირა+” პეტრე კოლხის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მკვლელის დაკავება არ არის გამოსავალი. მისი დასჯით და დაპატიმრებით 9 წლის ანგელოზი გაცოცხლდება?! ან ის ამერიკელი ბავშვი, რომელიც ყაზბეგში მოკლეს თავიდან გაჩნდება?!
რა გარანტია გვაქვს, კიდევ სხვა არ ჩაიდებს უარეს მკვლელობას?!
რაღაც არის შესაცვლელი, ერის ფსიქიკაში, აზროვნებაშია პრობლემა…
ამდენი აგრესია, სიძულვილი და ბოღმა უკვალოდ არ ქრება…
9 წლის მოზარდის მკვლელობას არანაირი ახსნა არ მოეძებნება…
მკვლელობა ისედაც უბედურებაა, მაგრამ მოზარდების მკვლელობა მთელი ქვეყნის ტრაგედიაა…
ყველაზე დიდი ტრაგედია კი ის არის, რომ თითქოს ნორმად იქცა!..
ეს გლოვა საყოველთაო უნდა გახდეს…
დღეს ყველა ჩვენგანის ოჯახში ასვენია წამებით მოკლული ბავშვის ცხედარი!..” – წერს პეტრე კოლხი.

FB კომენტარები

კომენტარი