მამა პეტრე: “გაუშვით სათქმელი, ის ადრესატამდე აუცილებლად მივა”

299
SHARE

არ მჯერა უსიტყვო თანადგომის, ერთსულოვნების და მხარდაჭერის. სიტყვა ზედმეტი რომ ყოფილიყო, ღმერთს არ დასჭირდებოდა, ყველაფრის შესაქმნელად.
გაიმეტეთ გვერდით მყოფისთვის, ნუ დაიშურებთ მას. წარმოიდგინეთ, რა უბადრუკი და უსუსური იქნებოდა ურთიერთობა სიტყვების გარეშე. ბიბლია ხომ ,,პირველი სიტყვით” იწყება. ღმერთთან სიშორის დასაძლევად შეიქმნა ლიტერატურა. ჰომეროსმა შესანიშნავად ამოავსო ,,უსინათლო” ნაპრალი. სიტყვის მსახურები ჩვენს სათქმელსაც ამბობდნენ მითთა ჟამიდან… გაუშვით სათქმელი, ის ადრესატამდე აუცილებლად მივა… უსიტყვოდ შეიძლება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავკარგოთ… ჩვენ ბევრის გადარჩენა შეგვიძლია, თუ ვიტყვით, რასაც გულით ვატარებთ…

ავტორი: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე

FB კომენტარები

კომენტარი