მამა პეტრემ სტიქიის შედეგად დაღუპულებს ემოციური ლექსი მიუძღვნა (ვიდეო)

291
SHARE

მამა პეტრე კვარაცხელიამ სტიქიის შედეგად დაღუპულებს ემოციური ლექსი მიუძღვნა.

წუხელ გოგონა წყალმა წაიღო,
არ ჩანდა ღმერთი და კაცი ბჭობდა,
ასეთი ცოდვა ნეტავ რა იყო,
რადგან საუბარს დუმილი სჯობდა…

ღიმილით წვიმას უშვერდა ხელებს,
ზურგშექცეული ღმერთის ამარა,
ცამ, მოვარდნილი ნიაღვრის მერე,
ქალაქის თავზე დაასამარა…

თვალები ჭამდა ნაცრისფერ ქვიშას,
შეშინებული გარბოდნენ მგლები,
ღმერთმა დატოვა კუთვნილი ნიშა
და ადამიანს მისივე ნებით

მისცა ველური მხეცთა ბუნება,
განსჯის და ბჭობის, ბჭობის და განსჯის,
მაგრამ ვინც შენ არ გემსახურება,
ნუთუ ასეთი სიმკაცრით დასჯი…

მაშინ გვქონია ბევრი საერთო,
წყალმა ჩამიქრო ჭიაკოკონა,
რადგან ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,
წუხელის წვიმას გაჰყვა გოგონა…

 

 

FB კომენტარები

კომენტარი