მამა მანქანით საკუთარ შვილს დაეჯახა

75
SHARE

საზარელი ინციდენტი შოტლანდიის ქალაქ მოტერუელში მოხდა​. ავარიის შედეგად 12 წლის მოზარდი გოგონა დაიღუპა. მისი მამა იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც გოგონას დაეჯახა.
ები მაკლარენი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა და სასკოლო ავტობუსიდან ჩამოდიოდა, როცა მას ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, მან დარტყმის ხმა მაშინ გაიგო, როცა ტელევიზორს უყურებდა. ხოლო როდესაც ქუჩაში გაიხედა, თვალწინ საშინელი სცენა დაუდგა. ავარიის შემდეგ, ავტომობილიდან მამაკაცი გადმოვიდა და როცა გოგონა დაინახა, ადგილზე გაიყინა.
„ის უბრალოდ პარალიზებულივით იდგა, არც მოძრაობა და არ რაიმეს თქმა შეეძლო“, – ამბობს თვითმხილველი.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანქანა მამაკაცის ქალიშვილს დაეჯახა. თავად მამაკაცი კი აღნიშნული მანქანის მგზავრი იყო. თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. ები გლაზგოს სამეფო ბავშვთა ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
სამართალდამცველებმა 38 წლის მძღოლი დააკავეს. მალე ის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ბავშვებს, რომლებიც ებისთან ერთად სწავლობდნენ, ახლა მისი დაღუპვის ადგილას ყვავილები მიაქვთ.

FB კომენტარები

კომენტარი