„მამაჩემი გვარამიამ გარდაცვლილი ბავშვის „გვამის გადამზიდად“ გამოიყვანა“ – სამარშრუტოს მძღოლის შვილი

1042
SHARE

19 წლის ფებურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დაფიქსირებული თეთრი სამარშუტო ტაქსის მძღოლის შვილი სოცილურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქრისტინე ლომიძე აღნიშნულ საკითხზე „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს “სიცრუეს” უწოდებს:

„ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა.
დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ “მთავარი არხის” რეპორტაჟი, კერძოდ , ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ, “სკანდალურ” დეტალებზე საუბრობს.
ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და, მათ შორის, ჩემთვისაც (ამ კონკრეტულ შემთხვევამდე) “მთავარი არხი” ინფორმაციის მიღების ერთერთი მთავარი წყაროა. ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის, რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.
სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ, ჩემი მხრივ, ჩემს მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე.
ის, რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს, არის წმინდა წყლის ცილისწამება.
ეს “მარშუტკა” ეკუთვნის მამაჩემს.
ვინც მე და ჩემს ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ მამაჩემი უკვე წლებია, ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამეს და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისში.
მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე  დღესა და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია, ბატონმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის “გვამის გადამზიდად”.
მსგავსი ცილისწამება სცდება აბსოლუტურად ყველა ზღვარს.
რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის -ის არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან. აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა, ამ ბიჭისა და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რომელიღაც ადვოკატმა და გარდაცვლილი ბიჭის ბიძამ თქვა. ასევე, თავად მაგ ბიჭმა გარკვევით თქვა ინტერვიუში.
ეს ბიჭი პირველი არ არის, ვინც მამამ დაიმგზავრა. ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს, უარს არ ეუბნება. ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.
აბსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს.
თუმცა, ბატონი გვარამია აშკარაა, ისევ ცილისწამებითაა დაკავებული“, – წერს ქრისტინე ლომიძე.

FB კომენტარები

კომენტარი