მამამ 3 წლის შვილი შუაღამისას, დასჯის მიზნით, ქუჩაში დატოვა

370
SHARE

ტეხასში, უკვე მეორე დღეა, 3 წლის გოგონას ეძებენ. დაკარგული გოგონას მამის თქმით, ბავშვი მან ღამის 3 საათზე, დასჯის მიზნით, ქუჩაში ხესთან მარტო დატოვა.
დაკარგული გოგონას მამამ პოლიციას განუცხადა, რომ ბავშვი რძის დალევაზე უარს ამბობდა და ამიტომ მისი დასჯა გადაწყვიტა და ის ქუჩაში, სახლთან ახლოს, ხესთან მარტო დატოვა თვითონ კი სახლში შევიდა.
როდესაც მამაკაცი რამდენიმე წუთში გარეთ გავიდა, გოგონა ხესთან აღარ იყო. ამას გარდა ირკვევა, რომ მამამ – ვესთლი მეთიუსმა, შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციას მხოლოდ მომხდარიდან ხუთ საათის შემდეგ შეატყობინა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მამაკაცი ბავშვის მიტოვებასა და მისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. ის იმ ღამესვე დააკავეს, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ირკვევა, რომ შერილ მეთიუსს განვითარებასთან და ვერბალურ კონტაქტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მამამისის თქმით, მან იცოდა, რომ ახლო-მახლო კოიოტები დადიოდნენ,  მათი სახლი კი რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს მდებარეობს.
სოციალურ ქსელებში კი ტეხასელი მამის ვერსია შვილის გაუჩინარების შესახებ არ სჯერათ. მომხმარებლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მეთიუსმა ბავშვი მოკლა და შემდეგ პოლიციისთვის კვალის არევის მიზნით, მისი დაკარგვის შესახებ ისტორია შეთხზა.
ადგილობრივ მედიაში დაკარგული გოგონას აღწერილობა და პოლიციის საკონტაქტო ინფორმაცია ვრცელდება.

FB კომენტარები

კომენტარი