”მამამ დედა მომიკლა, ამის გამო საქმრომ მიმატოვა და საზღვარგარეთ გაიქცა…”

594
SHARE

28 წლის სალომეს ამბავი საკმაოდ მძიმე მოსასმენია, რადგან ორი წლის წინ ბედ-ნიერი გოგონა, დღეს თავს ყველაზე უბედურად გრძნობს. მას ადამიანების თანადგომა სჭირდება.

– დედისერთა ვარ. ერთადერთი, რაშიც დედას ვადანაშაულებ, ისაა, რომ ჯერ კიდევ წლების წინ არ გაშორდა მამაჩემს, რადგან ქმარი ყოველთვის ცუდად ექცეოდა. მამა არ სვამდა, უფრო მეტიც, სასმლის სუნსაც ვერ იტანდა. სახლშიც არასოდეს მოჰყავდა მეგობრები საქეიფოდ. ჩემს ბავშვობაში პოლიციაში მუშაობდა. უბანში მისი ყველას ეშინოდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა. სულ ცუდ ხასიათზე იყო, იარაღს ხელში ატრიალებდა და დედას ემუქრებოდა. ამ დროს პატარა ვიყავი და ლოგინის ქვეშ ვიმალებოდი. სამსახურიდან რომ გამოუშვეს, გამიხარდა, რადგან მეგონა, იარაღი თუ აღარ ექნებოდა, დედას ვეღარ მოკლავდა. სახლთან მაღაზია გახსნა და ყოველთვე ახალი ქალი მოჰყავდა გამყიდველად, რადგან არავინ უჩერდებოდა.

– სახლში სტუმრები არ მოდიოდნენ?
– არა, მე და დედა დავდიოდით ხანდახან. იშვიათად თუ ვინმე შემოგვივლიდა, ისიც მაშინ, თუ მამა ქალაქიდან იყო გასული და დედა დარწმუნებული იყო, მეორე დღემდე არ დაბრუნდებოდა. ცოტა რომ გავიზარდე, დედას ვკითხე, რატომ ჩერდებოდა ასეთ კაცთან და მი- თხრა, რომ მამას და მას ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და ასეთი ცხოვრებამ გახადა. 16 წლის ასაკში მშობლები და უმცროსი და ავარიით დაღუპვია, შემდეგ ავღანეთში წასულა საომრად და იქ ნერვები სულ გაფუჭებია.

– გასაგებია, მაგრამ დედას მისი არ ეშინოდა?
– არა, ამბობდა, მარტო რომ ვრჩებით, მერე ბოდიშს მიხდისო. ისე გ-მოდის, რომ მე ვუშლიდი ხელს. ამიტომ ხშირად ვრჩებოდი ბებიასთან და ყველაზე მშვიდად იქ მეძინა, რადგან მჯერო-და, იმ ღამეს დედა ცემას გადაურჩებოდა. მამა ასაკში შესული უფრო გაავდა. თავს ვეღარ იკავებდა და ხანდახან ჩემზეც იწევდა საცემრად. ყველა მერიდებოდა. მამაჩემზე ლეგენდები დადიოდა და ამიტომ ჩემთან მეგობრობაც არავის უნდოდა. თაყვანისმცმელებიც არ მყავდა. ვინ გაბედავდა ჩემთან ერთად გავლას.

– თუმცა მაინც იპოვე სიყვარული….
– 23 წლისამ, ერეკლე რომ გავი-ცანი. ერთმანეთი პირველად ერთ-ერთ ფორუმზე აღმოვაჩინეთ. შემდეგ ინტერნეტით ვკონტაქტობდით და შევხვდით კიდეც ერთმანეთს. მესამედ რომ ვნახე, მაშინ მოვუყევი მამაჩემის შესახებ და ახლა ვიხსენებ, რომ სახე შეეცვალა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, ბოლოს დედას გავუმხილე მისი არსებობის შესახებ და მითხრა, რომ მამასთან თავად მოაგვარებდა ყველაფერს. მართლაც, მეორე დილას მამამ მოულოდნელად მითხრა, ნურაფრის გეშინია, თუ გინდა, დღესვე გაჰყევი ცოლადო. ისე უნდოდა ჩემი თავიდან მოშორება, რომ არც უკითხავს, ვინ იყო მომავალი სიძე. ერეკლეზე ისე დავინიშნე, რომ მამა სახლში არ მოსულა. ორი დღით სოფელში ბიძაშვილთან წავიდა. ერთ თვეში ცოლად უნდა გავყოლოდი. ჩემი ნიშნობიდან ერთ კვირაში საშინელება დატრიალდა და მორიგი ცემის დროს მამას დედა შემოაკვდა.

– ამ დროს სახლში იყავი?
– არა, მე რომ დავბრუნდი, კორპუსი პოლიციით იყო სავსე, თურმე მამა სხვენში იმალებოდა და ეძებდნენ. ჩემი მისვლიდან მალე იპოვეს და ბორკილებდადებული რომ გამოიყვანეს, შეშინებულ თაგვს ჰგავდა. ძველი სიამაყე სადღაც გამქრალიყო. დედა ისე დავასაფლავეთ, რომ ერეკლე არ გამხსენებია. არც თავად გამოჩენილა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი და ძირითადად დამამშვიდებელ ნემსებს მიკეთებდნენ. ყველაფერმა რომ ჩაიარა, ერეკლეს ნომერი ავკრი-ფე, ნაწყენი ვიყავი, თან მომენატრა და ვფიქრობდი, იქნებ, მოვიდა კიდეც და არ მახსოვს-მეთქი. მთელი დღე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ბოლოს საერთო ნაცნობს დავურეკე და მისგან გავიგე, რომ სამი დღის წინ გერმანიაში გაფრინდა. გაიქცა. არ მოინდომა იმ ქალის ცოლად მოყვანა, რომლის მამამაც დედა მოკლა და მიმატოვა. რამდენიმე თვეა, სამსახური ვიშოვე. მამა ციხეშია, არასოდეს მივაკითხავ, სასამართლოზეც არ მივსულვარ. იმედი მაქვს, იქ მოკვდება. თითქოს დავწყნარდი, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს ცხოვრების გაგრძელება.

FB კომენტარები

კომენტარი