მამამთილის და ქმრის ძალადობის მსხვერპლი – 28 წლის გოგონას ისტორია

148
SHARE

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გოგონა დახმარებას ითხოვს. ინფორმაცია „პირველ რადიოს“ გოგონას ადვოკატმა მიაწოდა.

„ოთხი შვილის დედა- მარტა დემურია ამბობს, რომ მას მუდმივად უსწორდებოდნენ ფიზიკურად ქმარი და მამამთილი. როგორც დაზარალებული ჰყვება, მას ბოლოს მეუღლე 2014 წლის 27 დეკემბერს ახრჩობდა- სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გამოიძახა მან პოლიცია და მას შემდეგ ქმართან ერთად არ ცხოვრობს. ამჟამად დემურია 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მამამთილის კუთვნილ სახლში ცხოვრობს, სადაც მას ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეგნბულად გაუთიშეს. როგორც გაირკვა, მისი მეუღლის დედამ – მესამე შვილის გაჩენამდე რუსეთში-კორუფციული სქემით მარტასა და მისი მეუღლის გარდაცვალების დოკუმენტი დაამზადებინა, (ქორწინებაც რუსეთში იყო გაფორმებული), რაც მარტა დემურიასთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ის უკვე რამდენიმე წელია განქორწილებულია და ამის შესახებ თავადაც არაფერი იცოდა. გაყალბებული დოკუმენტის გამო კი მარტასა და მის შვილებს მამისგან აღარაფერი ეკუთვნით. მეტიც, მეუღლის ოჯახმა მას ბავშვების „გაყოფაც“ შესთავაზა. მარტა 4 შვილთან ერთად საარსებო მინიმუმის გარეშეა დარჩენილი. ალიმენტისა და საცხოვრებელი ადგილის მოსათხოვად და სასამართლოში პროცესის დასაწყებად მას სახელმწიფო ბაჟის შეტანა უწევს რისი – საშუალებაც დემურიას არ აქვს.
მარტა დემურიას დასახმარებლად საქართველოში ბანკის ანგარიშიც გახსნეს: GE30TB7409145063600045 მარტა დემურია“

წყარო: პირველი რადიო

FB კომენტარები

კომენტარი