მამაკაცს, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, 12 წლის ბავშვმა ფული კარდაკარ სიარულით აუგროვა

903
SHARE

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა რუხაძე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 12 წლის მამუკა გურულმა ნიკა ღვინჯილიასთვის, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, მცირედი თანხა კარდაკარ სიარულით აუგროვა:

„ეს სასწაულია, მეგობრებო, არ ვიცი, რა ვთქვა. ეს წუთია, კარზე დააკაკუნეს, კარი გავაღე და მამუკა გურული მომადგა.

უცნაურად მიყურებდა – არ იცოდა, საიდან დაეწყო საუბარი და პირდაპირ მითხრა – თამუნა დეიდა, მე კარდაკარ ჩამოვიარე და ნიკასთვის ფული ავაგროვეო, მოულოდნელობისაგან ახლაც ვტირი… ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო.

ბიჭი მხოლოდ 12 წლისაა, ასეთ რამეს ვერც კი მოვიფიქრებდი. მამუკელა, ჩემო საყვარელო, შენ გაიხარე, საყვარელო, როგორც მე შენი საქციელით გამახარე და თან ამატირე, ემოციებს ვერ ვმალავ, ჩემო საყვარელო“, – წერს თამუნა რუხაძე.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მას გულის უკმარისობა აქვს და იმისთვის, რომ სიცოცხლის გაგრძელება შეძლოს, გულის გადანერგვა სჭირდება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა.

FB კომენტარები

კომენტარი