მამაკაცმა ცოლის თირკმელი გაყიდა, რადგან მისი მშობლებისგან მზითევი ვერ მიიღო

100
SHARE

ინდოეთში მამაკაცმა ცოლის თირკმელი გაყიდა, რის შესახებაც, ქალმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყო. მან მუცლის ტკივილის გამო ექიმს მიმართა. კვლევის პროცესში გაირკვა, რომ ქალბატონს ერთი თირკმელი არა აქვს. ამის შემდეგ დაზარალებულმა პოლიციაში იჩივლა. სწორედ ქმრის დაჟინებული მოთხოვნით დათანხმდა ის ოპერაციას, რომელიც, თითქოსდა, ბრმა ნაწლავის ამოკვეთის მიზნით ჩაიტარა.
„ახლა გასაგებია თუ რატომ მთხოვდა ქმარი, ოპერაციის შესახებ არავისთვის მომეყოლა. მან ჩემი თირკმელი იმის გამო გაყიდა, რომ ჩემმა ოჯახმა მისთვის მზითვის მიცემა ვერ შეძლო“, -აცხადებს დაზარალებული ქალბატონი.
ქალის განცხადების შემდეგ, პოლიციაში მისი ქმრის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყეს. არსებობს ვარაუდი, რომ მისი თირკმელი ბიზნესმენს მიყიდეს.

Comments

comments