მამაკაცმა, რომელმაც ლატარიაში ფული მოიგო, ბილეთის დაკარგვის გამო თავი მოიკლა

297
SHARE

ტაილანდის მკვიდრი ჯირავუტ პონგფანა, რომელმაც ლატარიაში თითქმის მილიონი ფუნტი მოიგო, შეიძლებოდა ძალიან იღბლიანი ადამიანი გამხდარიყო, მაგრამ მომგებიანი ბილეთი დაკარგა და თავი მოიკლა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „Mirror“ იუწყება.
მამაკაცმა გადაწყვიტა, ლატარიაში მოგება მეგობრებთან ერთად აღენიშნა და ისინი სახლში დაპატიჟა. მეორე დღეს კი, თავისი ბედნიერი ბილეთი ვეღარსად იპოვა. ბილეთს მისთვის 950 ათასი ფუნტი უნდა მოეტანა. ამის შემდეგ, ის დეპრესიაში ჩავარდა, სტრესის გამო სამსახურში სიარულსაც თავი დაანება. მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 31 იანვარს დაასრულა. გარდაცვალებამდე კი წერილი დატოვა: „ძალიან ვწუხვარ. გთხოვთ, ჩემს ოჯახს ნუ დაემუქრებით. მე მართლა მოვიგე ეს ლატარია“. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ბედი ეწია მოგებულ ბილეთს და მიმართა თუ არა ვინმემ ორგანიზატორ კომპანიას.

Comments

comments