მამაკაცმა მეგობარი გოგონა პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემა (ფოტო, ვიდეო)

834
SHARE

ტაილანდში, 25 წლის მამაკაცი, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში მეგობარი გოგოს სასტიკი ცემის გამო დააკავეს. ჩაიჩანა სირიჩარტმა გოგონა ოთახში ჩაკეტა და იმ დონემდე სცემა, რომ მისი სახე სისხლიან მასად იქცა. ამის შესახებ „მირორი“ იუწყება.
25 წლის ბიზნესმენმა მეგობარს სერიოზული ტრავმები, ეჭვიანობის გამო მიაყენა. თავდასხმის დროს ის კულდარა იესამანს ეკითხებოდა: „ვისთან დადიხარ ჩუმად?“ და მოკვლით ემუქრებოდა, რის შემდეგადაც თავისი კომპანიიდან ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა. პოლიციის ინფორმაციით, ჩაიჩანამ ის ფენით და ცოცხის ტარით სცემა. ვიდეო, რომელიც ჩაიჩანას კომპანიის პროფილზე გამოქვეყნდა, მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
პირდაპირი ეთერის დროს, სამართალდამცველები მამაკაცის ბინისკენ გაემართნენ და ორი საათის განმავლობაში მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. საბოლოოდ, ოფიცრები ჩაიჩანას ბინაში შეიჭრნენ, ის დააკავეს, ხოლო გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს, მამაკაცის დაკითხვა ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. დაშავებული და სასტიკად ნაცემი ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

FB კომენტარები

კომენტარი