მამაკაცმა ბანკი გაძარცვა და ფული “საშობაოდ” გამვლელებს დაურიგა

110
SHARE

აშშ-ის კოლორადოს შტატში, მამაკაცმა ბანკი გაძარცვა და გადაწყვიტა საშობაოდ გამვლელებისთვის ფული დაერიგებინა.
Fox News-ის ინფორმაციით, 65 წლის დევიდ ოლივერი ერთ-ერთ ბანკს დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან ჩანთიდან ფულის გადმოყრა დაიწყო ყვირილით – „შობას გილოცავთ“.
მოგვიანებით, პოლიციამ ოლივერს ერთ-ერთ კაფესთან მიაგნო და დააკავა. მამაკაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ამასთან, აღინიშნება, რომ გამვლელებმა მამაკაცის მიერ გადაყრილი ფული შეაგროვეს და ბანკს დაუბრუნეს. თანხის ოდენობა არ ზუსტდება.

FB კომენტარები

კომენტარი