მამაკაცი ძაღლის გადარჩენისთვის დააპატიმრეს

49
SHARE

ზოგჯერ კეთილი საქმე მადლობის სანაცვლოდ ცუდად გვიტრიალდება და  უარყოფით შედეგს ვიღებთ. ეს ამბავი მოხდა აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში. პატრონმა ძაღლი შუა დღის სიცხეში, დაკეტილ მანქანაში დატოვა. შემთხვევით მოხუცმა მამაკაცმა გაიარა, როცა ძაღლის ყეფის ხმა მოესმა, მან თავისი ცოლის ყავარჯენი გამოიყენა, რომ მანქანის მინა გაეტეხა და დასიცხული ძაღლისთვის სუნთქვის საშუალება მიეცა.

როდესაც ძაღლის პატრონი დაბრუნდა და თავისი მანქანის შუშა გატეხილი დახვდა, მან პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ ძაღლი კარგად იყო, თუმცა, მანქანა დაზიანებული. მძღოლის მოთხოვნის შედეგად, მოხუცი მამაკაცი მაიკლ ჰამონსი დააპატიმრეს.

დაკავების შემდეგ მამაკაცმა, რომელიც ვეტერანი და ყოფილი სამხედროა განაცხადა, რომ არ ნანობს თავის საქციელს.

“ვიცოდი, ჩემს ქმედებას რაც მოყვებოდა, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მანქანის მინის შეცვლა თავისუფლად შეიძლება, თუმცა, ერთგულ ოთხფეხა მეგობარს არავინ და არაფერი შეუცვლით.”- ამბობს მაიკლი.

წყარო: http://www.zooclub.ge

FB კომენტარები

კომენტარი