მამაკაცი, რომელმაც 555 ქალს ინტიმური ხასიათის ფარული ვიდეოები გადაუღო დააკავეს (ვიდეო)

224
SHARE

მადრიდის პოლიციამ კოლუმბიის მოქალაქე 53 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 555 ქალს ინტიმური ხასიათის ფარული ვიდეოები გადაუღო და პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე განათავსა.
CNN-ის ინფორმაციით, მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ მსხვერპლს ფარულად უღებდა ვიდეოს.
გამოძიების ინფორმაციით, 555 ქალს შორის 283 არასრულწლოვნის ვიდეოა. დაკავებული ვიდეოებს ძირითად მეტროსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში იღებდა და დღეში დაახლოებით ხუთი ქალის ჩაწერას ასწრებდა.

FB კომენტარები

კომენტარი