მამაკაცის მიერ დადგენილი 17 წესი, რომელიც ზეპირად უნდა იცოდეს ყველა ქალმა!

144
SHARE

იყო მამაკაცი – რთული ამოცანაა, მხოლოდ იმიტომაც, რომ ჩვენ გვიწევს გავუგოთ ქალებს.
ინტერნეტში უამრავი სტატიაა ქალის წესებზე. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი, მამაკაცის წესებიც ჩამოგვეწერა.

თუ გსურთ, უკეთ გაგვიგოთ, ისწავლე ისინი ზეპირად, რადგან ყველა ქვემოთ მოცემულ წესს დაეთანხმება ნებისმიერი ნამდვილი მამაკაცი.

1. როცა გეკითხებით “რა მოხდა?”, თქვენ კი გვპასუხობთ “არაფერი”, ჩვენ ისე მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა

2. თუკი სვამ შეკითხვას, რომელზეც არ გსურს პასუხის მოსმენა, დაელოდე პასუხს, რომლის მოსმენაც არ გინდა.

3. თუ თავი მსუქანი გგონია, სავარაუდოდ, ეს ასეც არის. მაგრამ გირჩევ, ამას ჩვენ ნუ გვკითხავ.

4. თუ ჩვენს მიერ ნათქვამი ორაზროვანია და ერთ-ერთი აზრი შენზე ისე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე, იცოდე, რომ ჩვენ მეორეს ვგულისხმობდით.

5. შეგიძლია, გვთხოვო რაიმეს გაკეთება, ან აგვიხსნა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ოღონდ ერთდოულად არა. სხვაგვარად თავად მოგიწევს ყველაფრის გაკეთება, შენ ხომ ისედაც უკეთ იცი.

6. თუ რაღაც გსურს, თქვი პირდაპირ. ჩვენზე ნახევრადგამჭვირვალე მინიშნებები არ მოქმედებს. რატომ არის ასე რთული ყველაფრის პირდაპირ თქმა?

7. ისწავლე ბოლოს და ბოლოს ტუალეტის დასაჯდომთან მოპყრობა, პატარა გოგო ხომ აღარ ხარ. თუ გინდა, რომ ის ჩამოშვებული იყოს, ჩამოუშვი, მე ხომ არ ვწუწუნებ, რომ ყოველ წუთს მიწევს მისი აწევ-დაწევა.

8. თითქმის ყველა შეკითხვაზე შესაძლებელია უპასუხო მხოლოდ 2 სიტყვით – “კი” ან “არა”.

9. ჩვენ საჭირო ვართ იმისათვის, რომ გადავჭრათ პრობლემები, ამიტომაც გაგვიზიარე მხოლოდ ის, რისი გადაჭრაც შესაძლებელია. სხვა პრობლემებისთვის დაქალები გყავს.

10. თუ თავის ტკივილი აგერ უკვე 17 თვეა არ გივლის, ნამდვილად რაღაც ისე არ არის. წადი ექიმთან.

11. იმის გახსენება, რაც 6 თვის წინ გითხარი, უაზრობაა. ნებისმიერ ჩვენ მიერ ნათქვამ ფრაზას ვადა ერთ კვირაში გასდის.

12. ძალიან გთხოვ, შეინახე ყველაფერი, რისი თქმაც გსურს რეკლამის ტიხრისთვის.

13. ქრისტეფორე კოლუმბისთვის არავის უთქვამს, საით გაეცურა. ჩვენც არ გვჭირდება გზამკვლევი!

14. თუკი რაიმე გეფხანება, უნდა მოიფხანო და მორჩა!

15. თუკი ერთად სადმე მივდივართ, ნებისმიერი ტანსაცმელი შეგიძლია ჩაიცვა.

16. ცრემლები – ეს შანტაჟია.

17. თუ ფეხბურთზე, შიდა წვის ძრავაზე და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი არ გსურს, ჯობს არ იკითხო, რაზე ვფიქრობთ.

წყარო: marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი