მამაკაცები გვირჩევენ: როგორ მოვაწონოთ მათ თავი საწოლში

130
SHARE

   ყველა მამაკაცს არ მოსწონს საძინებელში სანთლები და ვარდის ფურცლები. ისინი თავიანთ წესებს გვკარნახობენ.
მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი
იმისათვის, რომ მამაკაცს სექსი თქვენთან ნარკოტიკივით უნდებოდეს, ნელა და ლამაზად გახდა უნდა ისწავლოთ. ჯერ ტვინი უნდა გაააქტიუროთ. უნდა დაანახვოთ მიმზიდველი სურათი, მოანდომოთ, მადა გაუღვიძოთ. როცა მამაკაცი ქალის შიშველ სხეულს ხედავს, სიამოვნების ჰორმონებს – დოფამინსა და ოკსიტოციტინს გამოჰყოფს. ხოლო თუ გახდის სცენას გააჭიანურებთ, მსუბუქ სტრიპტიზს მოაწყობთ, მამაკაცს სიამოვნებას უფრო გაუხანგრძლივებთ. აუჩქარებლად და ლამაზად გაიხადეთ სამოსი და არ დაგავიწყდეთ პარტნიორთან ვიზუალური კონტაქტის დამყარება.
საპნის ოპერა
ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ტრისტამ ვიიატი ქალებს არ ურჩევს შხაპის მიღებისას მძაფრი შხაპ-გელებისა და საპნების გამოყენებას. მამაკაცმა თქვენი ბუნებრივი სურნელი უნდა შეიგრძნოს და შეიყვაროს და არა ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები.
მუსიკალური პაუზა
ქალებს სექსუალურ რჩევებს ჯასტინ ტიმბერლეიკიც უმხელს. მისი აზრით, მამაკაცებს არ მოსწონთ სექსის დროს მუსიკის მოსმენა, რადგან თავისდაუნებურად ცდილობენ, მას ტაქტში აჰყვნენ. თუმცა საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს აშერს. მისი აზრით, ზოგიერთი კომპოზიცია საკმაოდ აღმგზნებია. რეპერის სექსუალურ პროგრამაში პირველ ადგილზე კომპოზიცია Love You Gently დგას.
გოოოოოლ
კიდევ ერთი რჩევა ქალებს: მიეცით უფლება თქვენს საყვარელ მამაკაცს, ხანდახან მაინც უყუროს … ფეხბურთს. დიახ, ფეხბურთს და ამ ფაქტის მეცნიერულ საბუთსაც წარმოგიდგენთ. პასიური სპორტიც კი, როგორიც ფეხბურთის ტელევიზორში ყურებაა, ტესტოსტერონის დონეს 30 პროცენტით ამაღლებს. თანაც, ეფექტი მატჩის ყურებიდან ორ საათს გრძელდება. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად.
სასიამოვნო დილა
ერთ-ერთ ინტერვიუში პირს ბროსნანმა გულახდილად აღიარა, რომ უყვარს სექსი დღის პირველ ნახევარში. ხოლო იმისათვის, რომ ცოლს შესაფერისი განწყობა შეუქმნას, საწოლში საუზმით უმასპინძლდება. თუ თქვენი მამაკაცი საწოლში საუზმით არ განებივრებთ, შეგიძლიათ თავად განაწყოთ იგი სექსისთვის, ამისთვის კი მხოლოდ საუზმე კი არა, ინტიმური მასაჟიც გამოგადგებათ. ჰკითხეთ მამაკაცს, რა ანიჭებს მას სიამოვნებას და მისი ინსტრუქციით იხელმძღვანელეთ.დაბოლოს, კარგად დაფიქრდით, ვინ მიატოვებს ქალს, რომელსაც მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭება შეუძლია.

FB კომენტარები

კომენტარი