“მამათმავლების” ძეგლის აღების მოთხოვნით ბათუმში აქცია მიმდინარეობს

581
SHARE

ამ წუთებში ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ორგანიზაცია “მამულიშვილთა კავშირი” მართავს, ისინი ბათუმში ერთ-ერთი ძეგლის დადგმას აპროტესტებენ, რადგანაც, მათი თქმით, ის “მამათმავლების” ძეგლია.
ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძის თქმით, ძეგლის შესასწავლად რამდენიმე ექსპერტი მიიწვია.
„როდესაც საკრებულომ მომწერა, რომ ეს არის “რომეო და ჯულიეტა”, მე მოვიწვიე სპეციალისტები, ექსპერტები, გამოჩენილი მხატვრები და მოქანდაკეები, არქიტექტორები და ყველა ადასტურებს ხელმოწერით, 11 მოქანდაკე და მხატვარი, რომ ორივე ფიგურა არის მამაკაცის და ქალთან მიახლოებაც კი არ არის“, -ამბობს ბოლქვაძე.
როგორც  “17 მაისს” ორგანიზაციის წარმომადგენელმა მალხაზ ცენტერაძემ განუცხადა, ისინი ბათუმის მერიისგან ძეგლის აღებას ითხოვენ და ამისთვის 1- კვირიან ვადას აძლევენ.
„მამათმავლების ძეგლია, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზეა. რკინის კონსტრუქციაა. ერთი კაცი არის დაჩოქილი, მეორე კაცს კი გული უჭირავს და სიყვარულს უხსნის. ეს არის გეების ძეგლი. ეს იცის ჩვენმა ხელმძღვანელობამ, ჩვენმა მერიამაც. შეტანილია განცხადება და ყურადღებას არავინ აქცევს. ჩვენ მივხედავთ ამას. ერთკვირიან ვადას ვაძლევთ, მე პირადად „მოვტეხავ“ ამ ძეგლს და მერე დამიჭირონ, თუ მაგარი ბიჭები არიან“, – ამბობს ცენტერაძე.
მისივე თქმით, ამ წუთებში აქციაზე დაახლოებით 20-მდე ადამიანია შეკრებილი.
„ძეგლი „ნაციონალების“ დროს სააკაშვილმა დაადგმევინა. ამით მამათმავლებს უკეთებენ რეკლამას. აგიტაციას უწევენ მამათმავლებს, რომ გამრავლდნენ. ჩვენ არ მოგვწონს ეს და ამას შევებრძოლებით, რამდენადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს“, -ამბობს ცენტერაძე.

წყარო: http://17maisi.org

FB კომენტარები

კომენტარი