მაკო გომური: ჩემს თვალში არაფერი დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად!

213
SHARE

19 წლის მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს პარლამენტიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
მეგობრებო,სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას,რომ თვალ ახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე,თვალს გადავინერგავ.
სროლის შემდეგ,ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა,ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!!
გუგა,ბადურა,სკლერა,პიგმენტი-არაფერი არაა დარჩენილი,გარდა კუნთებისა,რომლებმაც თუ იმუშავა ჩავისვავ ხელოვნურ თვალს,რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება,რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო.გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე “ააწყვეს” ზედა ქუთუთოც,რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა(დაიხოცებიან);დ
გეფიცებით,თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა,მაგრამ დავკარგე;დდდდდ
ნუ დამტირით ხალხო;დდ საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცელილი ტყვია,შეილება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო,მარა გადავრჩი(თუ ამას გადარჩენა ქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი.ვაზროვნებ,დავდივარ,ვლაპარაკობ-ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?;დ

სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ,უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა,(აქ ჯამს ამბობენ დებილები) რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს;დ(საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა)
უბრალოდ აქ გავდივარ კონსულტაციებს,სწორად მიდის თუ არა მკურნალობა.
4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც)სჭირდება თვალს,რომ აღდგეს,დაიბრუნოს ფორმა,შეხორცდეს ჭრილიბები,შემდწგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე;დ
მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი!ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!!
კიბატონო,სახელმწიფო მაფინანსებს
ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი,მე ვცდილიბდი იმის გამოსწორებას,ბიქაზ ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი;დ ეს ისე”.- წერს აქციის დარბევის დროს დაშავებული გოგონა.

FB კომენტარები

კომენტარი