მაკიაჟის 10 ტრენდი 2017 წლისთვის (ფოტოკოლაჟი)

519
SHARE

1 – პრიალა ტუჩსაცხი (Lip Gloss) – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრენდული იყო ე.წ „Matte“ ტუჩსაცხი, თუმცა 2017 წელს ეს ტენდენცია შეიცვლება და აქტუალური გახდება პრიალა, სადა და ნათელი ტუჩები.

2 – კანი, რომელიც სუნთქავს – 2017 წელს არავითარი კონტურირება და ზედმეტი ტონალური, მეტი ბუნებრიობა.

3 – სივრცული ტუჩები (Dimensional Lips) – ტუჩები დატვირთული „ომბრე“ ეფექტებით და ბზინვარე დეტალებით. აქცენტი იქნება ტუჩის შუა ნაწილზე და მეტ მოცულობას მისცემს მას.

4 – სწორი, ბიჭური წარბები – ბუნებრივად სწორი წარბები მოგანიჭებთ უფრო ახალგაზრდულ იერს და აშკარად შეუცვლელი ტრენდი იქნება 2017 წელს.

5 – შავი ლაინერი (Interrupted) – თვალის ორივე ან მხოლოდ ქვედა ქუთუთო დაფარულია შავი ლაინერის ხაზით, რომელიც ბოლომდე არ არის დასრულებული და თვალის ნაწილს კვეთს მხოლოდ.

6 – აბსოლუტურად მონოქრომული – ამ წელს ცისარტყელას ყველა ფერი იქნება აქტუალური და მათი გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ თვალების და ტუჩის არეში.

7 – ვარდისფერი სილამაზე – უბრალოდ უმაკიაჟო სახეზე ვარდისფერი დეტალი რაღაც განსხვავებულ და გარდამავალ სილამაზეს სძენს ნაკვთებს.

8 – ვინილის მსგავსი ლაინერი – ძველი ლაინერი ისევ ტრენდულია, თუმცა ვინილის ნაზავი მას ახალ, განსხვავებულ ეფექტს შესძენს.

9 – მყარი მეტალი (Metal Gloss) – მეტალის მსგავი და ოქროსფერი ჩრდილები თვალებზე, რადგანმ 2017 წელი ნათების წელია.

10 – Burgundy Mascara – წითელი, შინდისფერი და სხვა მუქი ტონის ტუში აქტუალური იქნება ამ სეზონზე.

FB კომენტარები

კომენტარი