მაკა ჩიჩუა დედამთილზე საუბრობს

764
SHARE

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მიიჩნევს, რომ ასაკის მიუხედავად, ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება ვითარდებოდეს და საინტერესო პიროვნება იყოს. როგორც მაკა ჩიჩუამ გადაცემაში “სხვა შუადღე” განაცხადა, მისთვის ასეთი მაგალითი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დედაა, რომელსაც, როგორც ის აღნიშნავს, მთელი არსებით უსმენს და ინფორმაციას ისრუტავს.

“ვიცნობ 80 და 83 წლის ქალებს, ვისთანაც მიკონტაქტია. შემიძლია იგივე ვთქვა ჩემს დედამთილზე, გიორგის დედა მზიაზე, რომელთანაც შემიძლია დავჯდე და მთელი არსებით ვუსმინო და შევისრუტო ინფორმაცია. მუდმივად ვითარდება ადამიანი და მუდმივად საინტერესოა. ამიტომ, იკარგება ის წლები, რომელზედაც ამხელა აქცენტი კეთდება და ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.

იაპონიაში იმპერატორის ცოლი გავიცანი, რომელთანაც ვიდექი და როგორც წიგნს კითხულობ დიდი ვნებით და ინტერესით, ასევე ვკონტაქტობდით ერთმანეთთან. იაპონიაში ასეთი კულტურა და ეტიკეტი აქვთ. წარმოიდგინეთ, გაშეშებული, უემოციო ქალი, ზედმეტი არანაირი ჟესტი, მიმიკა, თუმცა იმხელა ენერგია მოდიოდა მისგან, მას უხილავი შინაგანი ენერგია ჰქონდა”,-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

წყარო:.ipress.ge

FB კომენტარები

კომენტარი