მაკა შალიკაშვილი: სიყვარულები და ტკივილები არ არის ჩემი საქმე, მთიშავს, მწყენს, მაყრის

272
SHARE

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიდან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.
– 28 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ. იქით მხრიდან, ალბათ, იყო.
– რამ გააფუჭა თქვენი ურთიერთობა?
– ფინანსურმა მხარემ და იმან, რომ იმ პერიოდში მე ვიყავი არარეალიზებული, არ მქონდა ჩემი საქმე. მე არ ვარ ტიპი, რომელიც სახლში უნდა ჩაჯდეს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს სოციუმი, ხალხი, ურთიერთობები. მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, თინანო უნდა გამეჩინა, ფეხმძიმე კი ასეთი აქტიური ვერ ვიქნებიდი. მერე პატარა შვილი მყავდა და ვერ ვიგრიალებდი. ამან ხასიათი გამიფუჭა, ურთიერთობაც დაიძაბა. არ მქონდა გამოცდილება, რომ რაღაცები გამეტარებინა. ჩემს თავს ბევრ რამეში ვადანაშაულებ.
– გისმენ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებ შენი ოჯახის დანგრევას…
– მარტო ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ მეც შემეძლო რაღაცების შეცვლა. ამ ბოლო დროს რაღაცების ანალიზი მეზარება. დავიღალე. მოხდა და დამთავრდა. რა აზრი აქვს ანალიზს, რატომ, რისთვის…
– როგორ ადამიანებთან არ შეგიძლია ურთიერთობა?
– ყველანაირ ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა, უბრალოდ, დიდი დოზით არა, მალე მბეზრდება. გულწრფელად გეუბნები, შეიძლება რაღაც მომენტში შვილიც კი მომბეზრდეს. არ ვარ ის ტიპი, მამაკაცს თავს რომ დაადებს. არ შემიძლია 24 საათი წოლა მამაკაცთან, მერე რა, რომ მიყვარს?
რა არ გბეზრდება?
– საქმე, რომელსაც მოაქვს ფული. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ძალიან ბევრი ფული მაქვს. სულ მეუბნებიან, როგორ გულაობ, გრიალებ, ქვეყანა ხალხში დადიხარ, „ფეისბუქზე“ სულ შენი ფოტოებიაო.. არ მეგონა, ჩემი ვინმეს თუ შეშურდებოდა. რა უნდა შეშურდეს ადამიანს ჩემი?.. მაგრამ მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი, – თავისუფლება შურთ. რაც შეეხება ჩემს გულაობას, ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა, ძალით არავის არ ვერჭობი, კომფორტული ადამიანი ვარ, სიამოვნებთ ჩემთან ყოფნა, მეპატიჟებიან ხან სად და ხან სად.
– უარყოფითი თვისება რა გაქვს?
– არასდროს არ ვიპრანჭები, არ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ქალი ვარ. მინდა ეს გამოვასწორო. ვაპირებ კიდეც. ქირურგიული ჩარევის წინააღმდეგიც არ ვარ, რაღაცები უნდა შევცვალო, მაგრამ არა ცხვირი. სანამ „მზეში“ დავიწყებდი მუშაობას, ველური ვიყავი, იქ დამამსგავსეს ქალს. დამთავრდა გადაცემა და ისევ ძველი სტილი დავიბრუნე. ახლა მინდა რადიკალური ცვლილებები შევიტანო ჩემს გარეგნობაში, სტილში. ვნახოთ, რა გამოვა.
თავად რა გამოცდილება გაუზიარე შვილს?
– ძალიან მგრძნობიარე ბავშვია და ვცდილობ, დავეხმარო. პატარა კომპლექსებიც აქვს, ისინი ჩემთან არ თამაშობენო, უთქვამს. ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად შევაქო და არასდროს ჩავერიო ბავშვების კონფლიქტში. თავად უნდა მოაგვაროს ურთიერთობა თანატოლებთან, არავითარ შემთხვევაში არ ჩავერევი. დამოუკიდებლობა მინდა ისწავლოს.
დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
– არ გავთხოვდებოდი არასდროს და ერთ ადამიანთან არ დავიწყებდი ურთიერთობას.
ოჯახის დანგრევის მერე სხვა იმედგაცრუებაც გქონდა სიყვარულში?
– ჰო, იყო. კაცი აბსოლუტურად გართმევს ყველაფერს…
– კაცი თუ ქმარი?
– რა მნიშვნელობა აქვს, მამაკაცთან ურთიერთობა თავს გაკარგვინებს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ და ვერავის ვპატიობ ჩემს გათიშულობას. ძალიან ვბრაზდები ჩემს თავზე. გადაშენდნენ ყველანი, არ მინდა. ჩემთვის მთავარი არის ჩემი საქმე, ეს ვერ გავიგე ამდენი წელი. გაეშვი რა ამ ვიღაც ტიპებს?!.. სიყვარულები და ტკივილები არ არის ჩემი საქმე. მთიშავს, მწყენს, მაყრის !
მაგრამ, სიყვარული ხომ არის სტმულია იმისთვის, რომ კარიერაშიც წარმატებული იყო?
– ჩემთვის სტიმული არის ჩემი პროფესიით ნაშოვნი ფული, ჩემი მეგობრები და ჩემი შვილი.

Comments

comments