მაკარონი ხორცით

236
SHARE

ინგრედიენტები: 400 გრ. მაკარონი; 450 გრ. საქონლის ფარში; 1 თავი ხახვი (სურვილისამებრ); 800 გრ. ტომატ-პასტა; 250 გრ. ყველი მოცარელა; ¼ ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი.
მომზადების წესი: მაკარონი მოვხარშოთ. მოვთუშოთ ხახვი და ფარში დავუმატოთ. გადავწუროთ ცხიმი, დავუმატოთ ტომატ-პასტა და ავადუღოთ. მიღებულ მასას შევურიოთ მოხარშული მაკარონი, მოცარელას ნახევარი და კარგად ამოვურიოთ. დარჩენილი მოცარელა და პარმეზანი ზემოდან მოვაყაროთ და შევდგათ ღუმელში 15-20 წუთით.

FB კომენტარები

კომენტარი