მაკაკებს ადამიანის გენი შეუყვანეს – რა შედეგებზე საუბრობენ მეცნიერები

48
SHARE

მსოფლიო თანამეგობრობა ადამიანებზე გენეტიკური ექსპერიმენტების მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.
სახელმწიფოების უმრავლესობა გმობს ასეთ სამუშაოებს, მაგრამ ცხოველებთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არსებობს. თუმცა, ეთიკური კუთხით, ცხოველებში ადამიანების გენების შეყვანა, ასევე, სათუოა.
თუმცა, ახლახან, ჩინელმა გენეტიკოსებმა ცდების შედეგად მიიღეს მამაკა-რეზუსები, რომლებიც ადამიანის გენის მატარებლები არიან. როგორც ეს მეცნიერები ირწმუნებიან, მიღებული სახეობა სხვა მაიმუნებისგან ტვინის უკეთესი მუშაობით გამოირჩევიან. დასავლელმა მეცნიერებმა ეს ცდები დაგმეს და ჩინელ კოლეგებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ მსგავსი ექსპერიმენტებისგან მომავალში.
თავის ექსპერიმენტში კუნმინის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა გამოიყენეს მაკაკა-რეზუსი. იმისათვის, რომ გაერკვიათ, შეიძლება თუ არა ამ ცხოველის ტვინის მუშაობის გაძლიერება, მათ ემბრიონის სტადიაზე შეუყვანეს მიკროცეფალინის გენი, რომელიც ადამიანისგან იყო აღებული. გენეტიკური კვლევების თანახმად, ეს გენი ადამიანებს მუტაციის პროცესში შედარებით ახლო წარსულში, მხოლოდ 50 ათასი წლის წინ გაუჩნდა. სხვა გენებთან ერთად, ის პასუხობს ტვინის მოცულობასა და განვითარებაზე, რომელიც ამ დრომდე ევოლუციას განაგრძობს.
ეს გენი დედამიწელების მხოლოდ 70%-ს აქვს. სწორედ ის შეუყვანეს მაკაკებს ჩინელმა მეცნიერებმა, რათა გაერკვიათ, მოხდებოდა თუ არა პრიმატების ტვინში ცვლილებები. როგორც აღმოჩნდა, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ცხოველებში, ჩვეულებრივ მაკაკებთან შედარებით, უკეთესი მაჩვენებლები დაუფიქსირდათ. ტესტების სერიის დროს, მათ უკეთესი მეხსიერება და, ასევე, ბევრად უფრო სწრაფი რეაქცია აჩვენეს. ამას გარდა, გენმა გავლენა მოახდინა ცხოველების ზრდის სისწრაფეზე – „უკეთესი“ მაკაკები ბევრად უფრო ნელა იზრდებიან.

FB კომენტარები

კომენტარი