„მაინც ნაგავი და მოღალატე ქეთა იქნები“ – რა რეაქცია მოჰყვა საქართველოში ქეთა თოფურიას მოწოდებას

915
SHARE

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალის, ქეთა თოფურიას მიმართავა, რომლითაც მან რუსეთის მოსახლეობას ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა, ქართულ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმისა და კრიტიკის საგანი გახდა.
„კვირა +“ ქართველი ფეისბუქმომხმარებლების რამდენიმე გამოხმაურებას გთავაზობთ:
„მილიარდმა ადამიანმა რომ დაგიკრას ტაში, სამი მილიონი ქართველისთვის, მაინც ნაგავი და მოღალატე ქეთა იქნები“
„და ამ უინტელექტო ადამიანისაგან რატომ ითხოვთ ასე ბევრს, თუნდაც პატრიოტიზმს?“
„როგორ კიდია საქართველო, ქართველობა, მთავარია კარგად იყოს. რა სამარცხვინოა!“
„ქეთაზე რომ დაწერ, რუსეთში ყველაზე უნიჭოაო! კარგით რაა?! რას იკორტნებით, ანთხევთ ბოღმას! გაატარეთ, არ მოსულაა?! აუუ, ჩაიხრჩობით ამდენი ბოღმით რაა!!“
„ხალხნო, რა გინდათ, არ მოგწონთ რასაც დებს? – გაატარეთ, რას ილანძღებით!“
„საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ ამ ქალზე, ეგაა საინტერესო. ჩვეულებრივი რუსული ნაგავი“.
„ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო”.
„და რატომ გიკვირთ! ნორმაა!“
ცნობისთვის, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, მოსახლეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მოსახლეობას უხსნის, როგორ მისცენ ხმა დისტანციურად, იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებენ. ქეთა თოფურიამ მოუწოდა მოსახლეობას, ისარგებლონ ამ აპლიკაციით. ცნობისთვის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.

Comments

comments