მაიკო ოდიშელიძე „უკან, ბავშვობაში“

46
SHARE

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია  სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB–ს გუნდის წევრი, მაიკო ოდიშელიძე:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– ბათუმში ვისვენებდი, მეგობრებთან ერთად, და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მასწავლა ველოსიპედის ტარება. 25 წლის ვიყავი მაშინ.

– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?

– პატარა რომ ვიყავი, 6 წელი ზედიზედ, ზაფხულში, ანანურში ვისვენებდით და ცურვის  სწავლა ჩემით მომიწია.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი – დენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..

– დენდი.

– მუსიკას რითი უსმენდით?

– ყურსასმენებით ტელეფონიდან.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– მამაჩემის ბავშვობის რკინის კონსტრუქტორი, რომელიც შთამომავლობით გადმომეცა.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ.

– საშინელი მჭამელი ვიყავი და არაფერი არ მომწონდა.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს – მაგალითად, გუბეებში ტყაპუნს, კედლებზე ხატვას და ა.შ?

– გუბეებში ტყაპუნს სულ მიკრძალავდნენ მშობლები და დღეს მე და ჩემი შვილი დიდი სიამოვნებით ვტყაპუნობთ ერთად.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– ვირი „შრეკიდან“.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

– „კაპიტან ბლადის ოდისეა“ – რაფაელ საბატინი.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

– „გლადიატორი“.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

– უმჯობესია, საიდუმლოდ დარჩეს, ბავშვობაში ცუდი გემოვნება მქონდა.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– ასე, 3-4 წლიდან მახსოვს ჩემი თავი და პირველი, რაც მახსოვს, არის დასვენება კიკეთში,  როდესაც თეთრი კურდღელი მაჩუქეს.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

– წრეშიბურთი.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

– ვიტყუებოდი, რომ სიცხე მქონდა და თერმომეტრ სგაზზე ვაცხელებდი.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

– დავალებებზე რატომღაც არ ვიტყუებოდი,  ალბათ, იმიტომ, რომ მოუმზადებელი თითქმის არასდროს არ მივდიოდი სკოლაში.

– ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– თეთრი ბოტასები, რომელი ცორ-ორი წყვილი მაქვს ყოველთვის.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?

–არასდროს. რომ გავიზარდე, დედას ტანსაცმელში არ ვეტეოდი.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ყვებოდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

– ცოცხალი და მოძრავი ბავშვი ვიყავი, რომელმაცზუსტად იცის,რა უნდა.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

– ბალეტზე დავდიოდი 90-იან წლებში, უშუქობასა და სიცივეში.  ალბათ, ამიტომ ვერ გავხვდი ბალერინა.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

– ჩემს მშობლებს რომ ჰკითხოთ, პატარა მონსტრი ვიყავი, მე კი მგონია, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი.

FB კომენტარები

კომენტარი