მაიკო კაჭკაჭიშვილი: მიკვირს იმ სტუდიების ხელმძღვანელების, ამდენი წელი მშობლებს რომ ატყუებენ

369
SHARE

მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში სტუდიების ხელმძღვანელობზე წერს და აღნიშნავს, რომ მათი საქციელი ბოროტებაა, რადგან ბავშვების უმრავლესობას არ გააჩნია მუსიკალური მონაცემები.
მოგეხსენებათ, რომ კომპოზიტორმა საკუთარი სტუდია გახსნა, რის შემდეგაც მშობელთა უმრავლესობამ ბავშვები მუსიკოსის სტუდიაში გადაიყვანა.
“რამდენიმე მშობელს ჰქონდა სურვილი, ჩემს სტუდიაში გადმოეყვანა ბავშვი სხვა სტუდიებიდან, სადაც წლები დადიოდნენ… ბავშვებს არანაირი მუსიკალური მონაცემი არ გააჩნიათ და ძალიან მიკვირს იმ სტუდიების ხელმძღვანელების, ამდენი წელი მშობლებს რომ ატყუებენ და გადასახადს ბედნიერად ხარჯავენ. ჩემი აზრით, ეს ბოროტებაა! ხარისხი მირჩევნია რაოდენობას, ესაა ჩემი კომენტარი”. – წერს კაჭკაჭიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი