მაიკო კაჭკაჭიშვილი „იქს ფაქტორზე“ – ეს სულელი ბავშვი გამოდის სცენაზე, იცვლება ჟღერადობა (ვიდეო)

462
SHARE

 

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ კედელზე „იქს ფაქტორის“ კონკურსს გამოეხმაურა.

„განცხადებას ვაკეთებ, როგორც მუსიკოსი და არა როგორც მშობელი. რეპეტიციაზე ბავშვი რომ მივიყვანე, დაცვამ მითხრა, მშობლები გარეთ დაელოდეთო და ტვინში სისხლი ჩამექცა, ვერ აღვიქვი, მივუბრუნდი და არ ვარ მე მშობელი-მეთქი, ძალიან გაბრაზებულმა ვუპასუხე.

მე ძალიან მიხარია, რომ ყველაზე პატარა დათუნას ღირსეული კონკურენტები ჰყავს, მაგრამ გავბედავ და გეტყვით, რომ როცა ეს სულელი ბავშვი გამოდის სცენაზე, იცვლება ჟღერადობა, ტემბრი, ინტელექტი, გემოვნება და რაც მთავარია, მე ეს არ მეჩვენება, როგორც დაბრმავებულ დედას და “კრასავჩიკს” არ ვეძახი.

მომიტევეთ ამბიციისთვის, მაგრამ ვისაც “კარგი ყურები” და გემოვნება გააჩნია, სულაც არ ჩათვლის ამას ამბიციად“.

კომპოზიტორმა პასუხი გასცა იმ ადამიანებს, ვისაც გულზე არ ეხატება მისი სტატუსები. „ჰო და ჩემი აქტიური პოსტები თუ არ მოგწონთ, ამ წამსვე წამშალეთ, ადგილი არ მაქვს კარგი ხალხის დასამატებლად“, – განაცხადა მაიკო კაჭკაჭიშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი