მაიკლ ჯექსონის შვილმა შიშველი მკერდი ფეხსაცმლით დაფარა

165
SHARE

20 წლის პერის ჯექსონი ბრენდების RE/DONE-ის და Weejuns-ის კოლაბორაციის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილი ფოტოებზე შიშველი პოზირებს, თუმცა მკერდზე ამ ბრენდების ფეხსაცმელი აქვს დაფარებული. ვარსკვლავი, რომელმაც ახლახან ბისექსუალურობა აღიარა, ფოტოებში თაყვანისცემლებს ფანტაზიის გაშლის საშუალებას თამამად აძლევს. ზოგ ფოტოში მას მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი უჭირავს, ამასთან, ამ გადაღების წყალობით, პერისის სხეულზე არსებული ტატუების დანახვაც გახდა შესაძლებელი.
ფოტოების ავტორი გერმანელი იურგენ ტელერია, რომელიც ცნობილია ისეთ ადამიანებთან მუშაობით, როგორებიც არიან კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი.

პერის ჯექსონი პოპ-მუსიკის მეფის და მედდის დები როუს შუათანა შვილია. ის, ისევე როგორც მისი ძმები, თავად მაიკლ ჯექსონმა „ნევერლენდში“ გაზარდა. პერსი ჯექსონი ბავშვობას დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს, მამა მისთვის კერპი იყო, რომელიც არ აკლებდა სითბოს და მზრუნველობას. მისი სიკვდილის შემდეგ პერისი, რომლის სახელი საფრანგეთის დედაქალაქის სახელწოდებიდან მოდის, კერძო სკოლაში სწავლობდა. გაუპატიურების მცდელობის შემდეგ, მას იმდენად ჰქონდა ტრავმირებული ფსიქიკა, რომ მკურნალობაც კი დასჭირდა. მოგვიანებით, მან თვითმკვლელობაც სცადა. წლების შემდეგ კი მოდელობა დაიწყო, რაშიც საკმაო წარმატებას მიაღწია. 2017 წელს მან კონტრაქტი IMG models”-თან და “Calvin Klein”-თან გააფორმა.

FB კომენტარები

კომენტარი