მაია რჩეულიშვილი პატიმარი ქალებისთვის საჭმელებს ამზადებს – როგორია ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლის ცხოვრება ციხეში

1904
SHARE

მაია რჩეულიშვილის დისშვილი, ნინო დარასელი მაიას ციხეში ცხოვრებაზე წერს. ნინოს თქმით, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი ციხეში პატიმარი ქალებისთვის საჭმელებს ამზადებს.
“თოდუას კლინიკაში პატიმრები დაჰყავთ ხოლმე და ისინიც კონტაქტს მონატრებულები, ექიმებს სხვადასხვა ამბებს უზიარებენ. ბოლოს განსაკუთრებული აღფრთოვანებით თურმე მაიაზე მოუყოლიათ, ჩემს ლამაზ დეიდაზე. გაოცებულები არიან, ეს რა უშუალო და კონტაქტური ყოფილაო და მისი კულინარიის ნიჭით კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანებულან. საქმე იმაშია, რომ როცა საშუალებას აძლევენ, დგას თურმე მაია და მისი უკვე მეგობარი პატიმარი ქალებისთვის გემრიელ საჭმელებს ამზადებს სატრაპეზოში. უხ, როგორ ამზადებს, რომ იცოდეთ.
მე კი ვიცოდი, მისაღებ ოთახში ყოფნას რომ სამზარეულოში დამხმარე ქალებთან ერთად ფუსფუსი, პარდონ მაი, ფრენჩ დამებთან აწეული ნეკა თითით ყავის სმას, გემრიელ კახურ დიალექტზე მოსაუბრე ტასიკოსთან და თინასთან სიცილი რომ ერჩივნა, მაგრამ ახლა მიხარია, რომ სხვებმაც დაინახეს, თან იმ ხალხმა, ვისთანაც შეიძლება ისე ეცხოვრა, ქუჩაშიც კი ვერ გადაჰყროდა ვერსად. ასე რომ, რაც არ გვკლავს… იმედია, გვაძლიერებს. იმედია, თორემ მისი 50 კილოს და თეთრი პირსახის შემხედვარე, ამას თამამად ვერ ვამბობ.
პ.ს. ვინც მიცნობს, იცის ჩემს თავზე საუბარი არ შემიძლია, თხოვნა მიჭირს, ჩემი დარდის ვინმესთვის თავზე მოხვევა – მით უმეტეს. ჰოდა, ამ ბოლო დროს ბევრმა მკითხა, სხვებს რომ თავზე გადაჰყევი, მაიაზე რატომ არაფერს წერო?! გეტყვით – იმიტომ, რომ სხვა სხვაა, მაია კი მე ვარ”, – წერს ნინო დარასელი.

წყარო: http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი