მაია დარსმელიძე -ისინი, ვინც არ “ჩასვეს” მხოლოდ იმიტომ არ “ჩასვეს”, რომ უნიჭოები ყოფილან

62
SHARE

მომღერალი მაია დარსმელიძე “თბილისობასთან” დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“გუშინდელი კონცერტი, ისევე, როგორც კოკობა (დროებით ყოფილი თბილისობა) ჩემთვის იმდენად არასაინტერესო თემაა, რომ არც თვალს ვადევნებდი, არც ყურს: ჩემი რამდენიმე მეგობრის პოსტებიდან გავიგე რომ ჩატარდა…
მე მართლა გუწრფელად მკიდია ეს თემა, მაგრამ იცით რაზე მეცინება??? თურმე ისინი ვინც არ “ჩასვეს” შურით კვდებიან და იგრუზებიან იმათზე, ვინც “ჩასვეს”, იმიტომ რომ ისინი, ვინც “ჩასვეს” ღვთისგან ბოძებული ნიჭის გამო “ჩასვეს” და ისინი, ვინც არ “ჩასვეს” მხოლოდ იმიტომ არ “ჩასვეს”, რომ უნიჭოები ყოფილან.
რამხელა ბედნიერებაა რომ სამართალმა იზეიმა და დაფასდა ნამდვილი ნიჭი, ვტირი ბედნიერებისგან”, – წერს სოციალურ ქსელში დარსმელიძე.

FB კომენტარები

კომენტარი