მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს – მივხვდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

415
SHARE

მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა და გადაცემა “პროფილის” ეთერში ტრაგედიის დღე გაიხსენა.
“მე და ნუცას ყოველწამიერი კონტაქტი გვქონდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვესაუბრე სკაიპით, სულ ხუმრობდა ჩემთან დაკავშირებულ ინტერნეტბულინგის თემაზე და ცდილობდა, გავემხნევებინე. ეს ის პერიოდი იყო, ჩემზე “გიფები” რომ გაკეთდა. მეუბნეოდა: დე, იმედია, ახლა არ ზიხარ და ამაზე არ ნერვიულობო, ცოტა “ლაითად” შეხედე ამ ყველაფერსო.
ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ძალიან ხანმოკლე საუბარი იყო, თითქოს რაღაც დამაკლდა. ბოლოს მითხრა, “დედა, ძალიან მენატრებიო”. მეორე დღეს, შუადღის 3 საათზე მირეკავდა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მითხრა, რომ ნუცა იყო ძალიან ცუდად და მასთან უნდა ჩავსულიყავი. თავიდან, ვერ გავიაზრე ბოლომდე, რა მოხდა. მე და ნუცას მამა პარიზში იმავე ღამეს გადავფრინდით. დიაგნოზი იყო მენინგოკოქცემია, ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ნუცას უმძიმესი ფორმა შეხვდა. მე რომ ჩავედი, ის უკვე კომაში იყო, რეალურად, 2-3 საათი გავატარეთ ერთად. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. მეც მქონდა შეკითხვები ჩემს თავთან, გამეგრძელებინა თუ არა ცხოვრება… მივხვდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა მაია ასათიანმა.

FB კომენტარები

კომენტარი