მავნე ჩვევები, რომლებიც ქალბატონებს ხუთი წლით აბერებს

105
SHARE
მეცნიერებმა უარყვეს საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი – “ქალი იმდენი წლისაა, რამდენადაც გამოიყურება”. მკვლევრებმა 25 წელზე უფროსი ასაკის 8 ათასი ქალბატონი გამოკითხეს. შეისწავლეს რა მოხალისეთა ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესი ქალბატონებს თითქმის ხუთი წლით აბერებს.

რაც შეეხება მავნე ჩვევებს, მათში მხოლოდ თამბაქო, ალკოჰოლი და არაჯანსაღი საკვები არ იგულისხმება. ქალის გარეგნობაზე უარყოფითად მოქმედებს, აგრეთვე, კანის გარუჯვა. ერთნაირად მავნებელია მზის აბაზანები პლაჟზეც და სოლარიუმიც. მავნე ჩვევაა ისიც, რომ ქალბატონთა უმრავლესობა თავის მოვლაზე დღეში ათ წუთზე მეტ დროს არ

ხარჯავს. ეს კი ძალიან ცოტაა, თუ სილამაზისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივება გსურთ.

პროექტის ავტორთა დასკვნებს ამას წინათ გამოქვეყნებული რეიტინგიც ამტკიცებს. რეიტინგში წარმოდგენილია ცნობილი ადამიანები, რომლებიც რეალურ ასაკთან შედარებით ახალგაზრდად ან ასაკოვნად გამოიყურებიან. გამოკითხვის შედეგად, ყველაზე ცუდად 27 წლის ემი უაინჰაუსი გამოიყურება. ყველაზე უკეთ კი – 41 წლის ჯენიფერ ანისტონი.

სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ ყოველი მეხუთე ქალბატონი დამატენიანებელ კრემს არ იყენებს, 40% მზის დამცავ საშუალებებს არც კი ყიდულობს. 25% კვირაში 2-3-ჯერ ფასტ-ფუდით იკვებება.

საშუალოდ ქალი წელიწადში 448 პორცია ალკოჰოლს სვამს და 894 ღერ სიგარეტს ეწევა.

წყარო: http://www.ambebi.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი